სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი ლალი ჯაფარიძე მოსწავლეებს ონლაინ სწავლებისას მათ ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს სთავაზობს
08-01-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეები ონლაინ სწავლებაში ხალისით არიან ჩართულნი. სპეციალური მასწავლებელი ლალი ჯაფარიძე მოსწავლეებს მათ შესაძლებლობებზე და ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს სთავაზობს.

ლალი ჯაფარიძე გახლავთ ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი, ბათუმის N4 და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლების სპეცმასწავლებელი, სასწავლო ცენტრ ბიზნესი და სისტემას და კებმბრიჯის განათლების სახლის ბათუმის ფილიალის ტრენერი.

„ახალ სასწავლო წელს ყველა მოუთმენლად ველოდებოდით და დიდი იმედი გვქონდა რომ ჩვენს მოსწავლეებს სკოლაში შევხვდებოდით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა...მთავარი ჩვენი მოსწავლეების და თითოეული მოქალაქის სიცოცხლეა, ამიტომ სხვა გზა არ გვქონდა, თან უკვე გაზაფხულზე მიღებული გვქონდა გამოცდილება და შესაბამისად არ გაგვჭირვებია ონლაინ სწავლების რეჯიმში მუშაობა.

„თიმსში“ ჩართულია თითქმის ყველა მოსწავლე. მხოლოდ რამდენიმე მოსწავლესთან, რომლებიც დარჩნენ სოფელში პანდემიის გამო, „მესენჯერით“ მაქვს ურთიერთობა. არაჩვეულებრივია პროექტია ტელესკოლა. იმდენად საინტერესო და სახალისო გაკვეთილებია, მეც დიდი სიამოვნებით ვუყურებ.

სსსმ და შშმ მოსწავლეებთან ჩვენ ისედაც დამატებით ვმუშაობდით ბაზისური აკადემიური და კოგნიტური უნარების განმტკიცების მიზნით, ვურჩევდით მათ შესაძლებლობებზე და ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს, ამიტომ ონლაინ სწავლებაში ისინი დიდი ხალისით არიან ჩართულები.

ყველაზე მეტად ბავშვებს უკუკავშირები მოსწონთ, იმდენად დიდია ინტერესი შეფასებაზე, რომ დავალების შესრულება არა თუ ეზარებათ, პირიქით, უხარიათ, ელოდებიან შეფასებას და ეს არცაა გასაკვირი...წახალისება და მოტივაციის ამაღლება ყველას გვიხარია.

ყველას ვურჩევ, რომ სახლში არსებული ნებისმიერი ნივთი სასწავლო რესურსად ვაქციოთ.(მაკარონი, ბრინჯი, პურის ცომი, ავეჯიც კი)

ბავშვებმა ინტერნეტთან დრო საინტერესოდ რომ გაატარონ და ნაყოფიერიც გამოვიდეს, ვურჩევ და ვთავაზობ სხვადასხვა მხატვრულ, გასართობ თუ ანიმაციურ ფილმებს. ვუგზავნი მათ გახმოვანებულ საინტერესო მოთხრობებს.

ხშირად საგნის გაკვეთილზეც ვესწრები და მასწავლებლის მიერ ახსნილი მასალიდან გამომდინარე, სსსმ მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებს მე ვუგზავნი.

ვწერ ვიდეოგაკვეთილებს, რომლებიც ძალიან მოსწონთ.

არ შემიძლია ხაზგასმით არ ავღნიშნო მშობლების როლი ონლაინ სწავლებაში, ჩემი მოსწავლეების მშობლები რომ არა, მარტო მე ვერაფერს გავხდები. აღფრთოვანებული ვარ მათი გვერდში დგომით, რისთვისაც მათ საჯაროდ ვუხდი მადლობას.

ონლაინ სწავლება ეს არის ალტერნატიული გზა და ვფიქრობ რომ იყო ხარვეზები, მაგრამ მაინც მოერგო ყველა და გასულ წელთან შედარებით წელს უფრო უკეთესი ხარისხი გვაქვს, მაგრამ მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა სკოლის გარეშე ალბათ ვერც კი წარმოგვედგინა რამდენიმე თვის უკან, სწორედ ეს სითბო და ეს ურთიერთობაა რაც ყველა მასწავლებელს გვაკლია. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და ისევ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას.

თუმცა პანდემიას არ შეუშლია ჩვენთვის ხელი და მარტში სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და გავხდით გამარჯვებულები (გუნდი დაკომპლექტებული იყო შშმ მოსწავლეებით) და სუპერფინალში მონაწილეობის საგზურიც მოვიპოვეთ.

ამ ეტაპზე კი ვრჩებით სახლში, ვიცავთ დისტანციას და ვიღებთ სოციალურ პასუხისმგებლობას.

მადლობა ინკლუზიური სწავლების ეფექტური და ხარისხიანი სწავლების ფეისბუქ გვერდს საინტერესო რესურსების მოწოდებისთვის.

მადლობა განათლების სამინისტროს (პირადად მაია ხაჯიშვილს), რესურსცენტრს, მადლობა ჩემი სკოლის დირექტორებს რომ მუდმივად გვერდში გვიდგას და მასწავლებლებს დროულად გვაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას! პანდემიის მიუხედავად ყველა ხედავს რომ სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება. მე მიხარია რომ სკოლები სადაც მე ვმუშაობ რემონტდება, და დარწმუნებული ვარ მეოთხე საჯარო სკოლის ახალი კორპუსი, რომლის მიშენებაზე პროექტი დამტკიცდა, მალე დაიწყება და მექნება პირველ სართულზე ადაპტირებული, თანამედროვე რესურსოთახი.

იმედი მაქვს 2021 წელს ბევრ წარმატებებს მივაღწევთ.

ჯანმრთელობას და ბევრ სიხარულს გისურვებთ ყველას!“,-აღნიშნავს ლალი ჯაფარიძე.

 


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

აღმზრდელ-პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკასა და საბავშვო ბაღებზე პრემიერი პარლამენტში ისაუბრებს

მასწავლებლებისთვის - საგამოცდო დრო, მაქსიმალური ქულები და შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით, ცნობილია

ცნობილია, რა კრიტერიუმებით შეაფასებენ აბიტურიენტების ნაშრომებს და რა იქნება თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დრო

 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

პატარებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, რომელიც სავსე იყო აღმოჩენებით, შემოქმედებითობითა და ფრენის სიყვარულით

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება