TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო მაჩხაანის ახალი, ევროპული სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია
08-01-2021
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია. ამჟამად, ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სკოლა ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი.

სკოლაში მოწყობილია 300 მოსწავლისთვის განკუთვნილი საკლასო ოთახები, აგრეთვე, საბუნებისმეტყველო, ხელოვნებისა და კომპიუტერების კაბინეტები, ბიბლიოთეკა და სასადილო. მოსწავლეთა ფიზიკური მომზადებისთვის საჭირო ინვენტარით მოწყობილი სპორტული დარბაზი, ხოლო კონფერენციებისა და სხვადასხვა აქტივობის ჩასატარებლად - სააქტო დარბაზი.

„დღეს სოფელ ზემო მაჩხაანში ყველა თაობისაგან გაიგონებთ - „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. ამ ნათქვამს თან ახლავს ის მწარე რეალობა, რომ 2015 წლის 4 ოქტომბერს სკოლაში გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა საუკუნოვანი შენობა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობისა და სკოლის დირექციის კოორდინირებული თანამშრომლობით მეორე დღესვე გამოინახა ფართი საკლასო ოთახების მოსაწყობად და არ შეფერხებულა სასწავლო პროცესი, მაგრამ მაინც შეიქმნა სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის საშიშროება. მალევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ დაგეგმა აშენებულიყო სკოლის ახალი შენობა და განათლების სამინისტრო 5 მილიონ ლარს გამოყოფდა მშენებლობის დასაფინანსებლად. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანმიმდევრული მუშაობითა და მაქსიმალური ზედამხედველობით წუთით არ შეფერხებულა მშენებლობა. და აი, 2020-2021 სასწავლო წელს, რომ არა პანდემია, მოსწავლეთა ჟრიამული აავსებდა სკოლის შენობას, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. სკოლაში მოწყობილია 300 მოსწავლისთვის განკუთვნილი საკლასო ოთახები, აგრეთვე, საბუნებისმეტყველო, ხელოვნებისა და კომპიუტერების კაბინეტები, ბიბლიოთეკა და სასადილო. მოსწავლეთა ფიზიკური მომზადებისთვის საჭირო ინვენტარით მოწყობილი სპორტული დარბაზი, ხოლო კონფერენციებისა და სხვადასხვა აქტივობის ჩასატარებლად - სააქტო დარბაზი. შენობა სრულადაა აღჭურვილი სსსმ და შშმ პირებისთვის - დამონტაჟებულია ლიფტი, მოწყობილია პანდუსები, ადაპტირებულია სველი წერტილები. სპეციალურად სკოლისთვის მოეწყო ჭაბურღილი, რომელიც უზრუნველყოფს 24-საათიან წყალმომარაგებას. ახალი სკოლის პროექტში გათვალისწინებულია ექიმისა და მანდატურის ოთახების კეთილმოწყობა და აღჭურვა საჭირო ტექნიკური საშუალებებით. სკოლა აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით და ხანძარსაწინააღმდეგო აპარატურით. სკოლაში გაყვანილია ცენტრალური გათბობა და მოწყობილია სველი წერტილები. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურამ სკოლა ავეჯით და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყო. დასრულების ფაზაშია ეზოს კეთილმოწყობა. ზემო მაჩხაანი დედოფლისწყაროს რაიონის ერთ-ერთი გამორჩეული და კოლორიტული სოფელია. მის სიმდიდრესა და მშვენიერებას შეემატა ულამაზესი განათლების კერა, რისთვისაც, საჭიროდ ვთვლით, მოსწავლეებისა და მათი მშობლების, პედკოლექტივის და თითოეული ზემო მაჩხაანელის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ უწყების მესვეურს, განსაკუთრებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, რომელთაც პრიორიტეტად დაისახეს მომავალი თაობის განათლება და ზრუნვა მათ ჯანმრთელობაზე, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნაზე“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება