სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოცდები 2020 საქართველოში - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ანგარიშს აქვეყნებს
30-12-2020
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს და პანდემიის პირობებში ჩატარებულ აქტივობებს გვიზიარებს.  

2020 წლის საქმიანობის ჩამონათვალი: 

•    ერთიანი ეროვნული გამოცდები;
•    საერთო სამაგისტრო გამოცდა;
•    სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
•    მასწავლებლობის მსურველთა ტესტირება;
•    პროფესიული ტესტირება; 
•    ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა;
•    საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდა;
•    „შეფასება განვითარებისთვის“;
•    საერთაშორისო  გამოცდები;
•    საერთაშორისო  და ეროვნული  საგანმანათლებლო კვლევები;  
•    თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან; 
•    ცენტრის მიერ გაწეული საკონსულტაციო მომსახურება/პროექტები.

2020 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდა ჩაუტარა 70 000-მდე გამოსაცდელს, შეარჩია 3000-მდე თანამშრომელი  და ონლაინ ფორმატით ტრენინგები ჩაუტარა გამოცდების ორგანიზებაში ჩართულ თითოეულ პირს. იმისათვის, რომ გამოსაცდელთა რაოდენობა სექტორებში მათივე უსაფრთხოების მიზნით შემცირებულიყო, გაიზარდა საგამოცდო სესიების რაოდენობა. ცენტრმა უზრუნველყო რამდენიმე სახის საგამოცდო სივრცის მოწყობა და დამატებითი უსაფრთხოების ზომებით საკარანტინო სივრცეების აღჭურვა.

კოვიდინფიცირებული აბიტურიენტისათვის ცენტრის თანამშრომლებმა საგამოცდო სივრცე მოაწყვეს სამედიცინო კლინიკაში.

გამოსაცდელთა
მეტი ინფორმირების მიზნით დაიწყო აქტიური საინფორმაციო კამპანია: ონლაინ ღია კარის დღეები, „კითხვები საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებთან“, „ხშირად დასმული კითხვები და პასუხები“,  „ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტების რჩევები 2020 წლის გამოცდებში მონაწილეებს“ და სხვ. მომზადდა საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელების მონაწილეობით საინფორმაციო ვიდეორგოლები „ტელესკოლისთვის“, წინასაგამოცდო პერიოდში 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა ცხელი ხაზი.

უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით 2020 წელს ცენტრმა ჩაატარა გამოცდები მასწავლებლობის მსურველთათვის, ასევე ტესტირება პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად. ცენტრმა ადმინისტრირება გაუწია საერთაშორისო გამოცდებსაც.   

ახალი რეალობის გათვალისწინებით, წელს პირველად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ახალი ფორმატით, დისტანციურად ჩაატარა. 

,,პანდემიის გამო, ბუნებრივია, 2020 წელს სრულიად განსხვავებულ გარემოში მოგვიწია მუშაობა. გარდა იმისა, რომ ცენტრს უნდა შეეფასებინა დაახლოებით 70 000 გამოსაცდელის ცოდნა და უნარები, უმნიშვნელოვანესი იყო მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამ მიზნით შეიცვალა გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების სქემები. შესაბამის ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება ცენტრმა წარმატებით შეძლო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ გამოწვევების დროს გვერდით დაგვიდგა და მათი დახმარებისა და დიდი შრომის ფასად მივაღწიეთ სასურველ შედეგს. გამოცდების ჩატარების გარდა, ცენტრი ბევრ სხვა საქმიანობასაც ეწევა. თითოეული მიმართულება მნიშვნელოვანია განათლების სისტემის განვითარებისათვის. განსაკუთრებით ყურადსაღებია საგანმანათლებლო კვლევები, რომელთა შედეგებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია განათლების პოლიტიკის უკეთ დაგეგმვა“ -  აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე.

ცენტრმა მიმდინარე წელს გამოაქვეყნა სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევის ანგარიშები. მათ შორისაა:  
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2018: საქართველოს ანგარიში; სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა - TALIS 2018;
მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა TIMSS – 2019. 

გამოცდების დასრულებისთანავე ცენტრმა დაიწყო მზადება 2021 წლის საგამოცდო პროცესისათვის. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ცენტრი მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება