TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსის ახალი შტამისგან?- კომაროვსკიმ ვირუსის ახალი სახეობის შესახებ ისაუბრა
29-12-2020
-
+


ცნობილი უკრაინელი ექიმი ევგენი კომაროვსკი ირწმუნება, რომ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ბრიტანეთში, აღმოჩენილი კორონავირუსის მუტირებული ფორმა, COVID-ვაქცინის ეფექტურობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამის შესახებ უკრაინელმა ექიმმა საკუთარ YouTube-ის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ისაუბრა. 

„მთავარი კითხვაა: მოახდენს თუ არა მუტაცია გავლენას ვაქცინის ეფექტურობაზე? არა, არ მოახდენს“,- ხაზგასმით აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ექიმი დასძენს, რომ კორონავირუსმა​ პანდემიის დაწყებიდან უკვე ასობით მუტაცია განიცადა. ამასთან, მონაცემები იმის შესახებ, რომ ვირუსის „ბრიტანულმა“ ვარიაციმ ის ადამიანისთვის მეტად სახიფათოდ აქცია, ექიმებს არ აქვთ.

ექიმმა ასევე ისაუბრა, როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსის ახალი შტამისგან. 

ექიმის თქმით, ახალი სახეობისგან თავის დასაცავად საკმარისია უკვე არსებული წესების დაცვა. 

კომაროვსკის განცხადებით, თავად ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ახალი შტამი 70%-ით გადამდებია ვიდრე რომელიმე ადრე ცნობილი, დამტკიცებას საჭიროებს. მან აღნიშნა, რომ შემთხვევათა ასეთი შეზღუდული რაოდენობით რთულია ვირუსის გადამდებობის შეფასება.

ექიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უფრო გადადების მაღალი დონე ნიშნავს, იმას რომ ვირუსის მისაღებად საჭიროა ნაკლები მაინფიცირებელი დოზა.

„რა უნდა გავაკეთოთ, რომ შევამციროთ ვირუსის მეტი რაოდენობით ჩასუნთქვის შესაძლებლობა: გამოვიყენოთ პირბადეები, ადამიანებისგან თავი შორს დავიჭიროთ და არ გავჩერდეთ შენობებში, სადაც ბევრი ხალხი და ნაკლები ჟანგბადია“,- აღნიშნა კომაროვსკიმ. 

ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ, რომელსაც სახელი - VUI-202012/01 დაერქვა. როგორც აღნიშნეს, ვირუსის აღნიშნული ტიპი ასევე გავრცელდა დანიაში და ნიდერლანდებში და იგი 70 %-ით უფრო გადამდებია. ამასთან მტკიცებულებები, რომ ის უფრო სასიკვდილოა ან მეტად იწვევს დაავადების მძიმე მიმდინარეობას, მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება