სიახლეები
სკოლები

ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში პრეზენტაციები გამართეს
28-12-2020
-
+


14 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში Erasmus+ & eTwinning - ის საერთაშორისო პროექტის - „Tolerance”(„ტოლერანტობა“) დეკემბრის თვის მეოთხე სამუშაო შეხვედრა შედგა.

წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები თემებზე:

„Discrimination“/ „დისკრიმინაცია“;

„Discrimination and Equality“/ „დისკრიმინაცია და თანასწორობა“.

პრეზენტაციები წარმოადგინეს:

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ - ბერდია ალხიძემ,

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ - როსტომ ლობჯანიძემ,

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ - ბარბარა გობეჯიშვილმა.

პროექტის ორგანიზატორი: პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი - თამარ სამსონიძე.

პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ღების საჯარო სკოლიდან - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი - ვერა ლობჯანიძე.

„ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია: „Discrimination and Equality’/”დისკრიმინაცია და თანასწორობა“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს:

თანასწორობა და დისკრიმინაცია:

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობა საბოლოოდ მიხვდა თანასწორობის მნიშვნელობას და გადაწყვიტა ამ პრინციპის საყოველთაოდ აღიარება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ პირველივე მუხლი აცხადებს: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.

თანასწორობა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი ელემენტია. ის ადამიანის კეთილდღეობის წინაპირობაა, რადგანაც მის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება. თუ თითოეულ ადამიანს არ ექნება თანასწორი შესაძლებლობა ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებში, განავითაროს თავის შემოქმედება, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა და ა.შ საზოგადოება ძალიან დიდ რესურსს და შესაძლებლობებს დაკარგავს და იქნება მუდმივად ბრძოლის რეჟიმში.

თანასწორობა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი ელემენტია. ის ადამიანის კეთილდღეობის წინაპირობაა, რადგანაც მის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება. თუ თითოეულ ადამიანს არ ექნება თანასწორი შესაძლებლობა ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებში, განავითაროს თავის შემოქმედება, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა და ა.შ საზოგადოება ძალიან დიდ რესურსს და შესაძლებლობებს დაკარგავს და იქნება მუდმივად ბრძოლის რეჟიმში.

მაგალითად, შეუძლებელი იქნებოდა ალექსანდრე დიუმა გამხდარიყო მწერალი და შეექმნა ისეთი ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებები, როგორებიცაა „სამი მუშკეტერი,“ „გრაფი მონტე კრისტო“ და სხვა, თავისი კანის ფერის გამო რომ განედევნათ და მონად გაეყიდათ. ასევე მსოფლიო დაკარგავდა მთელ როკ-ეპოქას, ფრედი მერკური საკუთარი ეროვნების გამო საზოგადოებას რომ გაერიყა და შემოქმედებით პროცესში ხელი შეეშალა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში თანასწორობის იდეა არ არის ახლად წარმოშობილი ცნება. იგი ჩვენი ისტორიული არჩევანია, რაზეც მიუთითებს მე-19 საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწეების ნააზრევი. ილია ჭავჭავაძე წერდა: „ყველამ იცის, რომ ახლანდელს დროში დევნა და იძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა და სამართლიანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონებაგახსნილ კაცისგან.“ თანასწორობის პრინციპზე საუბრობდა ასევე იაკობ გოგებაშვილი: „თანასწორუფლებიანობის პრინციპი განამტკიცებს ჰუმანურ დამოკიდებულებას სხვადასხვა ტომის ელემენტებს შორის, ბადებს ურთიერთ ნდობას და სიყვარულს, ამყარებს ადგილობრივ და არაადგილობრივ ელემენტებს შორის ნაყოფიერ ურთიერთზეგავლენას და ხელს უწყობს მიზნის მიღწევისათვის ერთსულოვან ბრძოლას...ვიწრო რასობრივი განსაკუთრებულობით ნაკარნახევმა რეპრესიულმა ზომებმა შეიძლება მხოლოდ მავნე შედეგი მოგვცეს.

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.

თანასწორობის ცნება პირდაპირ კავშირშია დისკრიმინაციის აკრძალვასთან. დისკრიმინაცია ადამიანებისადმი უთანასწორო და უსამართლო მოპყრობაა რაიმე ნიშნის გამო, რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.

მნიშვნელოვანია იმის გათავისებაც, რომ განსხვავებულობის არც ერთი ნიშანს, იქნება ეს რასა, კანის ფერი, პოლიტიკური შეხედულებები, თუ სხვა რამ არ აქვს რაიმე უპირატესობა სხვებთან შედარებით. ნებისმიერი დისკირმინაცია, მიუხედავად იმისა თუ რა ნიშნის საფუძველზე ხდება ის, თანაბრად აკრძალულია.

თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოში დემოკრატიული მმართველობის საფუძველია. ხოლო დემოკრატიული ღირებულებებისა და თანასწორობის პრინციპის გაზიარება საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრების საწინდარია.

სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ ბარბარა გობეჯიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „Discrimination“/ „დისკრიმინაცია“;

მოსწავლემ ისაუბრა თავად ტერმინ „დისკრიმინაცია“-ზე და დისკრიმინაციის სხვადასხვა სახეებზე:

დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio — განსხვავება) — ნიშნავს ადამიანების უთანასწორო, უსამართლო მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ. კერძოდ დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, რელიგიური და ა.შ. დისკრიმინაცია ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყრდენ პრინციპს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და მათზე ვრცელდება თანაბარი უფლებები და თავისუფლებები. დისკრიმინაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული იდენტობასთან. ადამიანები ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას სხვადასხვა ჯგუფებსა და საზოგადოებებთან, რაც ზოგჯერ წარმოშობს სიძულვილსა და ძალადობას სხვა ჯგუფებისა და ინდივიდების მიმართ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას.

დისკრიმინაციად ითვლება საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფის უფლებების შეზღუდვა ან დარღვევა მასზე უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, რასის, გენდერის, სოციალური სტატუსის, რელიგიური ან პოლიტიკური მრწამსის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან საქმიანობის ნიადაგზე.

დისკრიმინაცია შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ინდივიდის, ისე ადამიანთა ჯგუფის, ორგანიზაციების და ინსტიტუციონალური აქტორების მიერ. დისკრიმინაცია შეიძლება იყოს პირდაპირი და არაპირდაპირი (ირიბი), კანონიერი და უკანონო, პოზიტიური და რევერსული, აშკარა, ადვილად შესამჩნევი და დაფარული ან ორგანული. დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამსახურში, ჯანდაცვის სერვისებში, უძრავი ქონების ბიზნესში, ტრანსპორტში, არჩევნებში, ანუ პრაქტიკულად ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში.

XX-საუკუნის შუა პერიოდიდან ტერმინი დისკრიმინაცია უკვე აქტიურად გამოიყენება საკანონმდებლო აქტებსა და საერთაშორისო სამართალში.

დისკრიმინაცია საკმაოდ კომპლექსური ფენომენია და რთულია ზღვარის გავლება დისკრიმინაციასა და უბრალოდ განსხვავებულ მოპყრობას ან მიდგომას შორის. არსებობს რამდენიმე საკვანძო საკითხი და მიგნება, რომელიც დაგვეხმარება დისკრიმინაციის ძირითადი მახასიათებლებისა და არსის გაგებაში.

XX-საუკუნის შუა პერიოდიდან ტერმინი დისკრიმინაცია უკვე აქტიურად გამოიყენება საკანონმდებლო აქტებსა და საერთაშორისო სამართალში.

დისკრიმინაცია საკმაოდ კომპლექსური ფენომენია და რთულია ზღვარის გავლება დისკრიმინაციასა და უბრალოდ განსხვავებულ მოპყრობას ან მიდგომას შორის. არსებობს რამდენიმე საკვანძო საკითხი და მიგნება, რომელიც დაგვეხმარება დისკრიმინაციის ძირითადი მახასიათებლებისა და არსის გაგებაში.

დისკრიმინაციის

სახეები:

1. პირდაპირი დისკრიმინაცია - ეს დისკრიმინაციის ისეთი ფორმაა, როდესაც აგენტი ობიექტის მიმართ ახორციელებს აშკარა და გამიზნულ ქმედებას რათა შექმნას ინდივიდის ან ჯგუფის მიმართ არასახარბიელო პირობები მათი სხვადასხვა ჯგუფებისადმი კუთვნილების ან ასოცირების გამო. მაგალითად ასეთი დისკრიმინაციის თვალსაჩინო ფორმაა სამსახურში ადამიანის არ მიღება მისი გენდერული, ეთნიკური ან სხვა რაიმე აშკარა ნიშნით.

2. ირიბი დისკრიმინაცია : ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი, ნორმა ან პრაქტიკა პირს რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. მაგალითისთის, თუ კი სამსახური მის თანამშრომლებს სთავაზობს უფასო კვებით მომსახურებას და გარკვეულ დღეებში მზადდება საჭმელს მხოლოდ ხორცით, ეს იქნება ირიბი დისკრიმინაციის შემთხვევა ვეგეტარიანელი თანამშრომლებისთვის, მიუხედავად იმისა იქნება ეს გამიზნული, თუ გაუცნობიერებელი ქმედება პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

3. დისკრიმინაცია ასოცირების გამო.---ეს

დისკრიმინაცია პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შესაძლოა განხორციელდეს მათი სხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან ასოცირების გამო. მაგალითად თუ თქვენ დაქორწინებული ხართ რომელიმე რასის, ეთნიკური ჯგუფის ან რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანზე და თქვენს მიმართ ხორციელდება დისკრიმინაცია, ან თუ თქვენ იმყოფებით რომელიმე დისკრიმინაციის ობიექტი ჯგუფის წევრთან ერთად და თქვენ გეზღუდებათ რაიმე მომსახურების მიღება ან უფლებებით სარგებლობა, მაშინ თქვენს მიმართ ხორციელდება დისკრიმინაცია ასოცირების გამო.

4. რასობრივი დისკრიმინაცია:

რასობრივი დისკრიმინაცია - გულისხმობს ადამიანების მიმართ არათანაბარ მოპყრობას მათი რასობრივი კუთვნილების ან სხვადასხვა რასისთვის დამახასიათებელი ნიშნების (თმის სტრუქტურა, სახის ნაკვთები, კანის ფერი) გამო. რასობრივი დისკრიმინაცია მოიცავს ასევე დისკრიმინაციას ასოცირების გამო. მაგალითად იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაქორწინებული ხართ სხვა რასის ადამიანზე და ამის გამო მოხდება თქვენი დისკრიმინაცია ან იმყოფებით რაიმე დაწესებულებაში სხვა რასის ან კანის ფერის ადამიანთან ერთად და თქვენ უარს განგიცხადებენ მომსახურებაზე. ეს შემთხვევებიც რასობრივ დისკრიმინაციას განეკუთვნება. რასობრივი დისკრიმინაცია წარმოადგენს შედარებით მწვავე და სენსიტიურ დისკრიმინაციის ფორმას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოში (განსაკუთრებით დასავლურ ცივილიზაციებში) აქტიურად ებრძვიან როგორც საკანონმდებლო სივრცეებში, ისე პოპულარულ კულტურაში.

5. ეთნიკური/ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია:

ეთნიკური/ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია - გულისხმობს ადამიანების მიმართ არათანაბარ ან უსამართლო მობყრობას მათი ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ან აგენტის მხრიდან ამგვარი კუთვნილების განცდის გამო იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი არ განეკუთვნებიან ამ ეთნიკურ/ეროვნულ ჯგუფს. ამგვარი დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს ეთნიკური/ეროვნული ასოცირების გამო. ეთნიკური/ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია შესაძლოა მოხდეს ერთი ეთნიკური/ეროვნული ჯგუფის მქონე ინდივიდებს შორისაც.

6. რელიგიური დისკრიმინაცია:

რელიგიური დისკრიმინაცია - რელიგიაზე, ან რწმენაზე დამყარებული ნებისმიერი განსხვავება, გამონაკლისი, შეზღუდვა, ან უპირატესობის მინიჭება, რომლის მიზანია ადამიანის ინდივიდუალურ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა თანასწორობის პრინციპების აღიარებისა და მისი განხორციელების შესაძლებლობების უარყოფა, ან მათი დაკნინება.

7. ასაკობრივი დისკრიმინაცია/ეიჯიზმი :

ასაკობრივი დისკრიმინაცია/ეიჯიზმი - გულისხმობს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ პირდაპირ ან ირიბ დისკრიმინაციულ მოპყრობას მათი ასაკიდან გამომდინარე. ასაკობრივი დისკრიმინაცია არ უნდა აგვერიოს ობიექტურ გარემოებებსა და კანონმდებლობის მოთხოვნებში. მაგალითად ის რომ გარკვეულ ასაკამდე ადამიანებს არ აქვთ საარჩევნო უფლებები არ არის დისკრიმინაცია ან ეიჯიზმი. ან მაგალითად საპენსიო ასაკის ადამიანისთის შეზღუდვები გარკვეულ სამსახურებზე, ან ასაკობრივი შეზღუდვები გარკვეული თანამდებობის დაკავებისთვის.

8. პოზიტიური და რევერსული დისკრიმინაცია:

პოზიტიური დისკრიმინაცია გამოიყენება ისეთი ქმედების აღსაწერად, როდესაც ხდება მოწყვლადი ჯგუფების ხელოვნურად წახალისება და მათთვის პრივილეგირებული პირობების მინიჭება. მაგალითად ასეთი შეიძლება იყო გენდერული კვოტები, საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი ან ომით დაზარალებული მოქალაქეებისთის, საუნივერსიტეტო კვოტები დევნილებისთის და ა.შ

რევერსული დისკრიმინაცია გამოიყენება ისეთი მდგომარეობის აღსაწერად, როდესაც ადრე ჩაგრული ჯგუფის წევრების მიმართ ხორციელდება პოზიტიური დისკრიმინაციის ღონისძიებები. თუმცა ამ იდეის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამგვარი ქმედებები საბოლოოდ თავად იღებს დისკრიმინაციის ფორმას მანამდე დისკრიმინაციის განმახორციელებელი აგენტების და მათი ჯგუფების მიმართ.

9. გენდერული დისკრიმინაცია:

გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი გენდერის წარმომადგენელია და არა - მეორის. ის ძირითადად მომდინარეობს იმ სტრერეოტიპებიდან, რომელთა მიხედვითაც ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის ადამიანზე უფრო მაღლა დგას. გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია შესაძლოა შეგვხვდეს როგორც პირად ურთიერთობებში, ისევე საჯარო სფეროში. საჯარო სფეროში გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სამუშაო ადგილას პიროვნების მიმართ სხვა თანამშრომლებისაგან გასხვავებული მოპყრობა მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეული გენდერის წარმომადგენელია.

დისკრიმინაციის თითქმის ყველა ფორმა დასჯადია საერთაშორისო სამართლისა და უმეტესი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობებით, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონით“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
„სიმართლე აუცილებლად იზეიმებს... ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული...“ - პატრიარქის ეპისტოლე
„– აბა, აღსდგა ქრისტე? – ჭეშმარიტად, მასწავლებელო…!” - 5 მაისს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
 ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა
5-6 მაისს ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იცვლება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება