სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის N12 სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში პროექტს -„ინგლისური სკოლის კედლებს მიღმა“ ახორციელებს
24-12-2020
-
+


ფოთის N12 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს. წარმოგიდგენთ მათ შორის ერთ-ერთს - English outside the classroom- ინგლისური სკოლის კედლებს მიღმა.

პროექტის ავტორია ინგლისური ენის პედაგოგი ნანა გალდავა. პროექტის მიზანია ინგლისური ენის გამოყენება პრაქტიკაში, კულტურული ღირებულებების გაცვლა, საკომუნიკაციო უნარების ამაღლება.

ერთი კვირის განმავლობაში პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

1. მე-4 კლასი და პოლონეთი (საშობაო ბარათების გაცვლა);
2. VIII -IX- X კლასები და პოლონეთი (წერილების გაცვლა ჩვენი ქვეყნის კულტურა, სკოლა, ცხოვრების სტილი);
3. VIII - IX კლასები და ეგვიპტე&სერბია (კულტურა - ტრადიციები -მდებარეობა) („ზუმით“ ჩართვა);
4. V-VI კლასები - იტალია (კულტურის გაცვლა- საახალწლო და საშობაო ტრადიციები).

„ჩემს ამ კვირას დავარქვი Cultural Exchange all round the world“,- ამბობს პედაგოგი. მოსწავლეებმა გაცვალეს ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის კულტურული, სოციალური ღირებულებებისა და ტრადიციების შესახებ; გაიცნეს თანატოლები; გაიუმჯობესეს საკომუნიკაციო და ინგლისური ენის პრაქტიკულად გამოყენების უნარები. პროექტმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, როგორც ჩვენი, ასევე პარტნიორი საზღვარგარეთის სკოლების მხრიდან. პროექტი გრძელვადიანია. შედეგები, რომელსაც პროექტით მიაღწია პედაგოგმა, მომავალში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და საგნობრივი კომპეტენციების განვითარების უტყუარ საფუძველს წარმოადგენს“,- დასძენს მასწავლებელი.

გთავაზობთ პროექტის განმავლობაში შექმნილ ფოტო-მასალას:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 სექტემბერს, სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. გაიმართა მოსწვლეთა საზეიმო მიღება

ქველმოქმედს ამ ლამაზი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადეს მოსწავლეთა მშობლებმა და სკოლის წარმომადგენლებმა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება