| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რუსთავის N5 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი ორიგინალურად მიულოცეს. მოსწავლეებისთვის დისტანციურ სწავლებასა და სიშორეს ხელი არ შეუშლია და მათ საახალწლო ღონისძიება თეატრალურად წარმოადგინეს. პატარებმა ვიდეო მოამზადეს, სადაც საუბრობენ, თუ როგორ ხვდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალ წელს.
„ძვირფასო კოლეგებო, ხშირად არ გახსენებთ თავს...ახლა ქრისტეშობის თვეა, მადლით სავსე თვე...ბარბარობა გვითენდება, მალე-შობა-ახალი წელი! ჩემს მოსწავლეებს პატარა, მოკრძალებული „მისალოცი“ აქვთ თქვენთვის. ახლანდელ და მომავალ მასწავლებლებს, სკოლის მთელ კოლექტივს ულოცავენ დამდეგ ახალ წელს. სულ ათიოდე წუთით მოგწყვეტთ საქმეს, რათა გისურვოთ სიკეთის, მშვიდობის, ჯანმრთელობის გზაზე მავალი ახალი წელი. აჟრიამულებულ სკოლაში გვევლოს, ჩემო ძვირფასებო! ვის, თუ არა ჩვენ, კარგად გვესმის: ცოცხლობდე - ნიშნავს იბრძოდე, იბრძოდე-ნიშნავს ცოცხლობდე. ჰოდა, ვიცოცხლოთ, მრავალჟამიერ“,-აღნიშნავს კლასის პედაგოგი.
იხილეთ ვიდეო
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა