სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„განათლების რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ... “ - სამედიცინო უნივერსიტეტზე, ილიაუნზე, თსუ-სა და სტუ-ზე პრემიერმა ისაუბრა 
09-02-2026
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა ორ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელთაც ძირეული ცვლილებები შეეხებათ. მისი განმარტებით განათლების განათლების რეფორმის ბოლომდე მიყვანა აუცილებელია, რათა ქვეყნის განვითარებაში „გარდამტეხი ცვლილებების შეტანა მოახერხონ“:

„თანამედროვე საზოგადოებაში, პირველი, რაზეც დგას ძლიერი ეკონომიკა, ეს არის განათლება... ჩვენ რომ გვქონოდა უკეთესი ვითარება განათლებაში, ის ეკონომიკური ზრდა, რაც არის - 9.3  პროცენტი, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა... სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და ყველა კუთხით, მნიშვნელოვანია, გვქონდეს ჯანსაღი განათლების სისტემა. 

ვითარება, იცით, რომ არ არის არასახარბიელო... ჩვენ გვსაყვედურობდნენ, რადგან არ იყო საქართველოში უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხი; ამის გამო, ახალგაზრდები გადიოდნენ ქვეყნიდან განათლების მისაღებად და როდესად დავააანონსეთ 12-დან 11 კლასამდე საშუალო განათლების მიმართულებით ცვლილება,მთავარი პრეტენზია იყო, რომ ბავშვებს აღარ ექნებოდათ ევროპაში განათლების გაგრძელების შესაძლებლობა.

იმაზე არავინ საუბრობდა, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში რომ უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობა. საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი, რბილად რომ ვთქვათ დაბალია.

მარტივად შემიძლია შევადარო საქართველო და გერმანია - ჩვენი საუკეთესო და გერმანიაში საშუალო უნივერსიტეტები... აქაც კი, უხეშად რომ ვთქვათ 5-10-მაგი სხვაობაა ხარისხში. ამიტომ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები განათლებაში.

სტატისტიკას რომ შევხედოთ: 64 უნივერსიტეტია საქართველოში, ასეთ პატარა ქვეყანაში - იმაზე მეტი, ვიდრე - ნიდერლანდებში, ავსტრიაში... ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არჯანსაღადაა ჩამოყალიბებული.

თბილისის მაგალითზე რომ ავიღოთ, თსუ-სა და სტუ-ს საკითხი, ამას ემატება კიდევ მესამე უნივერსიტეტი... სტუ არ არის დარგობრივი უმაღლესი სასწავლებელი, ის ჩამოყალიბებულია, როგორც მულტიფუნქციური უნივერსიტეტი, სადაც დაახლოებით 60 პროცენტია არატექნიკური დისციპლინები. ტექნიკური უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა ისეთივე უნივერსიტეტად, როგორიც არის თსუ და ილიას უნივერსიტეტი. გამოდის, ერთ ქალაქში  გვაქვს სამი მულტიფუნქციური უნივერსიტეტი, რის საშუალებასაც, მაგალითად, თავს არ აძლევს გერმანია და საქართველოში, სადაც არის სერიოზული პრობლემები, სერიოზული დეფიციტი ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, როგორ შეიძლება ერთ ქალაქში გქონდეს, მაგალითად, სამი იურიდიული ფაკულტეტის შენარჩუნების ფუფუნება?!

ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ რაც გვაქს, ის მწირი რესურსი, სრულიად ირაციონალურად იმართება. 

მოსაწესრიგებელია, თავიდან ბოლომდე, სისტემა. დღეს ქართველი სტუდენტი ვერ იღებს სათანადო განათლებას უნივერსიტეტში და აქ არის გარდამტეხი ცვლილებები საჭირო. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული აზრი, გამოვიდეს არგუმენტებით. სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ რეფორმას ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის და რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ“.

კობახიძემ ასევე ისაუბრა ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე, რაც ასევე დაკავშირებულია განათლების რეფორმასთან და განაცხადა, რომ ცვლილებები სამედიცინო უნივერსიტეტსაც შეეხება:

„გვინდა შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი... განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებთ რესპუბლიკურ საავადმყოფოზე, ფუნდამენტური რეაბილიტაციის პროცესი ახლა დაიწყება, ასევე ონკოლოგიური საავადმოყოფოსი... ესეც არის დაკავშირებული განათლების რეფორმასთან, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება სამედიცინო უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაზრდაზე - მათ უნდა მოამზადონ მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი მთავარი დასაყრდენი მაღალკვალიფიციური პედაგოგიური გუნდია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ქოლობნის საჯარო სკოლის დირექტორი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება