სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლე მარინა ტყაბლაძემ ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში საინტერესო ესე წარმოადგინა
11-12-2020
-
+


წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრება ამ საკითხზე XII კლასის მოსწავლე მარინა ტყაბლაძე წერს:

„ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ფაქიზო ფანჩულიძემ ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულის აღსანიშნავად დავალებად მოგვცა შემდეგი არგუმენტირებული ესე:

იმსეჯელეთ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ:

რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა?

როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ?

რა არის საჭირო ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

დიდი ფიქრი არც დამჭირვებია და ეს ესე დავწერე, რისი საშუალებითაც, ვფიქრობ, ჩავერთე ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულში.

ქალთა მიმართ ძალადობა

ქალთა მიმართ ძალადობა 21-ე საუკუნეში აქტუალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. დღესდღეობით, თანამედროვე ძალადობის მრავალი ფორმა არსებობს, რომელთაგან ქალთა მიმართ ძალადობა საკმაოდ დიდი პრობლემაა. ოჯახში ძალადობა 90%-ზე მეტი მამაკაცის მხრიდან ქალზე ვრცელდება, ეს პრობლემა გენდერული საკითხის კონტექსტში განიხილება.

ვფიქრობ, რომ თუ გასული წლების ისტორიას გავიხსენებთ, ქალთა როლი დაკნინებული იყო. მათი სიტყვა არაფერს ნიშნავდა და არ ჰქონდათ უფლებები. ძალიან გავრცელებული სიტყვებია: „ქალის საქმე მხოლოდ შვილების გაზრდა და სახლის საქმის კეთებაა“. რაც, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს დღესაც ასე მიაჩნია. აქვე მახსენდება სიტყვებიც: „გენდერული ძალადობა ქალის მიმართ ხორციელდება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია“. ისტორიიდან გავიხსნებდი ფაქტებს, როცა ქალს განათლების უფლება არ ჰქონდა, ასევე არჩევნებში მონაწილება არ შეეძლო. საბედნიეროდ, ეს ყოველივე დღეს აღმოფხვრილია და ყოველდღიურად რწმუნდება საზოგადოება, რომ ქალთა როლი ნამდვილად განუზომლად დიდია.

2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით ვხედავთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საკმაოდ გავრცელებულია და კვლავ რჩება ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად.

ჩემი აზრით, ძალადობა ყოვლად დაუშვებელია და არანაირი გამართლება არ აქვს. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები და, რა თქმა უნდა, არ მივესალმები არანაირი სახის ძალადობას. ძალიან მიხარია, რომ რაც დრო გადის უფრო და უფრო ვითარდება საზოგადოება და ცდილობს ყველანაირი გზით აღმოიხვრას ძალადობა.

საბედნიეროდ, 21-ე საუკუნე სწორედ ის საუკუნეა, როცა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის არაერთი გზა არსებობს. უამარავი არასამთავრობო ორგანიზაციაა დაარსებული, რომლებიც მუდმივ მზადყოფნას ამჟღავნებენ ძალადობის მსხვერპლთათვის, ასევე ტარდება უამარავი აქცია თუ გადაცემა, რომლებიც მეტ გამბედაობას ჰმატებს თითოეულ ადამიანს. ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის საბოლოოდ დასრულება ხანგრძლივი პროცესია, თუმცა სისტემატიური გვერდით დგომა საზოგადოების მხრიდან უფრო ხშირი აღიარება, ხმამაღლა საკუთარ პრობლემებზე საუბარი გამოიღებს შედეგს და ერთხელ და სამუდამოდ დასრულება ამ საკითხზე დავა. ვეთანხმები შემდეგ სიტყვებს: „ქალი არ არის ყურმოჭრილი მონა“ და მასაც აქვს საზოგადოებაში უზარმაზარი ადგილი".

მოსწავლე: მარინა ტყაბლაძე XII-ა კლასი.
მასწავლებელი: ფაქიზო ფანჩულიძე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

„ვერავინ აუკრძალავს მოსწავლეს, რომ მობილური ტელეფონით მივიდეს სკოლაში“

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები
საზოგადოება