სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

პროგრამები, რომლებიც მასწავლებლის სახლმა პანდემიის გამო შეაჩერა
14-12-2020
-
+


პანდემიამ განათლების სისტემაში დაგეგმილი პროექტები თავდაყირა დააყენა. სკოლები გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, დისტანციური სწავლების პირველი ეტაპი მარტში და მეორე - 2020-2021 წლის დასაწყისში. ჩაშლილი დირექტორობის მსურველთა გამოცდა და 2021 წელს გადატანილი გამოცდა პრაქტიკოსებისთვის. ტექნიკური ხარვეზები და უინტერნეტობის გამო გაკვეთილების გარეშე დარჩენილი მოსწავლეები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლითაც 2020-მა წელმა დაგვამახსოვრა თავი.

მასწავლებლის სახლის მიერ შეჩერებულმა პროექტებმა პედაგოგობის ბევრი მსურველი დახია უკან, რომლებსაც დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ამ წელს საკუთარ უნარებს სკოლაში წარმოაჩენდნენ.

შეჩერებული პროგრამები კი შემდეგია:

„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ - პროგრამაზე მიღება 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო, დეკემბრის ბოლოს კი კანდიდატების გადამზადება დასრულდა. „მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ თავდაპირველად 1758 მსმენელი ჩაირიცხა შესაბამისი გასაუბრებისა და ტესტირების შედეგად, კანდიდატებს კურსის მსვლელობის დროს შიდა ტესტირებები ჰქონდათ. მათ გაიარეს პედაგოგიური პრაქტიკა სკოლაში, 1464 წარმატებულ კურსდამთავრებულს კი კურსის ბოლოს სერტიფიკატები საზეიმოდ გადაეცათ.

პროგრამა „მასწავლებლის ეროვნულ სკოლა“ მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და ხელშეწყობას გულისხმობდა. მისი მიზანი კი მცირეკონტიგენტიან სკოლებში მასწავლებლის დეფიციტის აღმოფხვრა იყო.

პროგრამის მეორე ნაკადის მიღება 2020 წელსაც იგეგმებოდა, თუმცა დღემდე სიახლე არაფერია.

არანაკლებ მნიშვნელოვანი პროგრამა იყო „ასწავლე საქართველოსთვის“, რომელზე მიღებაც ასევე 2019 წლის ბოლოს გამოცხადდა, 2020 წელს კი პროგრამას ახალი კურსდამთავრებულები არ ჰყავს.

პროგრამის მიზანი იყო მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვა, ამ პროგრამით დასაქმებულებს მასწავლებლის საათობრივ ანაზღაურებასთან ერთად დანამატიც ეკუთვნოდათ.

თუ „მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ მოსახვედრად აუცილებელი არ იყო საგნის გამოცდის 10 კრედიტზე ჩაბარება და ბაკალავრის დიპლომი კონკრეტული საგნობრივი მიმართულებით, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ უფრო კრიტიკულად არჩევდა კადრებს და მასში მონაწილეობა შეეძლო უმაღლესი განათლების მქონე სერტიფიცირებულ ან მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირს და პედაგოგებს, რომელთაც დადასტურებული ჰქონდათ შესაბამისი საგნის კომპეტენცია.

გარდა ამისა, მასწავლებლის სახლმა 2020 წლისთვის მიღება ახალ პროგრამაზე - „დირექტორთა სკოლა“ დააანონსა.  „დირექტორთა სკოლაში“ სწავლება რამდენიმე თვიანი უნდა ყოფილიყო. მასწავლებლის სახლი დირექტორების სრულიად ახალ სტანდარტებზე მუშაობდა, რომელიც სხვა ქვეყნიდან გადმოღებული არ იქნებოდა და ქართული სკოლების საჭიროებებზე იქნებოდა მორგებული, თუმცა ამ პროგრამაზე 2020 წელს საუბარიც აღარ ყოფილა, ასევე უვადოდ გადაიდო დირექტორობის მსურველთა გამოცდებიც, ამის მიზეზად კორონავირუსის პანდემია დასახელდა, თუმცა უცნაურია, რომ დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდაზე 2 300-მდე აპლიკანტი აპირებდა გასვლას, რაც გაცილებით ნაკლებია 2020 წლის გამოცდებზე გასულ აბიტურიენტებსა და მასწავლებლობის მსურველებზე, რომელთა გამოცდებიც შეუფერხებლად ჩატარდა.

გამოცხადდება თუ არა აღნიშნულ პროგრამებზე მიღება 2021 წელს, ჯერ კიდევ გაურკვეველია. პროგრამის ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ ახალი ნაკადების მიღება აუცილებლად იქნება, თუმცა როდის - უცნობია. ფაქტია, პანდემიამ მართლაც ბევრი პედაგოგის თუ პედაგოგობის მსურველის წინსვლა და კარიერული წარმატება შეაჩერა. როგორი იქნება 2021 წელი, რა სიახლეებს მოუტანს მასწავლებლებს - ამაზე საუბარი, ისევ და ისევ პანდემიის გამო, ჯერ ნაადრევია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

განათლების სამინისტრომ კონკური გამოაცხადა - შერჩეული აპლიკანტები გრანტის სახით 35000 ლარს მიიღებენ

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

რა გამოცდილება და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს - ახალი მოთხოვნები ცნობილია

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში სახანძრო სამაშველო საქმიანობის ისტორია

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება