TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე სოფიო გორგოძე საუბრობს - „ვცდილობთ მნიშვნელოვანი სიახლეები არ შემოვიტანოთ“
13-12-2020
-
+


ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მნიშვნელოვანი სიახლეები არ შემოვიტანოთ ამ პანდემიის დროს - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუბრისას განაცხადა.

ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სიახლეების შეტანა სხვა საგნებშიც სურდათ, თუმცა ამისთვის ტესტის ფორმატი და დავალებებიც უნდა შეცვლილიყო, რაზეც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ამ ეტაპზე უარი თქვა.

„როდესაც ცენტრი ადგენს ტესტებს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ეროვნული სასწავლო გეგმით და იმ პროგრამით, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო. შესაბამისად, ეს პროგრამა უნდა დავფაროთ, ეს არის ჩვენი დავალება. ამ პროგრამის დაფარვა მნიშვნელოვანია, რადგან შეფასდეს იმ აბიტურიენტის მზაობა, რომელიც შედის უნივერისტეტში.

რაც შეეხება პანდემიას, რა თქმა უნდა ზოგადად საგნობრივი ჯგუფის ექსპერტები ცდილობენ ხოლმე, რამდენადაც შეიძლება გაითვალისწინონ და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოსწავლეების მხარეს ვიყოთ, ეს გამოჩნდა თუნდაც წინა წელს, როდესაც ვნახეთ რომ ჩაჭრის მაჩვენებელი არანაირად არ იყო იმაზე მეტი, ვიდრე ეს იყო წინა წლებში, თუმცა პროგრამა მთლიანად უნდა დავფაროთ ამას გვერდს ვერ ავუვლით.

ერთი რაც შევეცადეთ გაგვეკეთებინა ის იყო, რომ სადაც შესაძლებლობა გვქონდა გამოცდის ხანგრძლივობა ნახევარი საათით შევამცირეთ.  ეს შეეხო მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს. სხვა საგნებშიც გვინდოდა ეს გაგვეკეთებინა, უბრალოდ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მნიშვნელოვანი სიახლეები არ შემოვიტანოთ ამ პანდემიის დროს. იმ ტესტებში, სადაც ახალი ტიპის დავალებების შემოტანა იყო საჭირო იმისთვის, რომ ხანგრძლივობა შეგვემცირებინა, ეს ამ ეტაპზე არ გავაკეთეთ, რადგან ამას შესაბამისი აპრობაცია სჭირდება და ბავშვებს სიურპრიზები არ დავახვედრეთ“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება