TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„​გაუფრთხილდით მასწავლებლებს...​ ეს პოსტი პედაგოგებმა გააზიარეთ“ - რა მიმართვა ვრცელდება სოციალურ ქსელში?
15-11-2020
-
+


ლექტორი, მასწავლებელი და ტრენერი დავით ლიპარტელიანი კორონავირუსით პედაგოგების გარდაცვალების ფაქტებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მასწავლებლებს მიმართავს. როგორც ის წერს, პედაგოგებმა თავად უნდა მოითხოვონ საკუთარი სიცოცხლის დაცვა. 

მისივე მოსაზრებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლაზე დაგვიანებით, განათლების სამინისტრო ონლაინ სწავლების ჩავარდნას ადასტურებს. აღნიშნულ პოსტს ბევრი გაზიარება და გამოხმაურება მოჰყვა, ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ კიდევ ერთი მასწავლებელი გარდაიცვალა ჩოვიდ19-ით!

ის, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქამდე აჭიანურებს სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანას, ადასტურებს იმას, რომ დისტანციური განათლება მას ჩაუვარდა. ეს იმის აღიარებაა, რომ თV სკოლა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა დისტანციურ განათლებას და სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უმეტესად არაეფექტიანი იყო. ახლა სამინისტრო სხვადასხვა საერთაშორისო კვლევების და რეკომენდაციების მოშველიებით ცდილობს "გააპრავოს" დისტანციურ სწავლებაზე გადაუსვლელობა და ამბობს რომ სწავლის შეჩერება უკიდურესი ზომა უნდა იყოსო...

უკვე გვაქვს ისეთი ვითარება, რომ უკიდურესი ზომები გამოვიყენოთ!!! მასწავლებლები და მათი ოჯახის წევრები იღუპებიან!!! გააცნობიერეთ თქვენი პასუხისმგებლობა! გაუფრთხილდით მასწავლებლებს...

გააზიარეთ მასწავლებლებმა ეს პოსტი, მოითხოვეთ საკუთარი სიცოცხლის დაცვა რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მეტ საფრთხეში ვიგდებთ თავს და საფრთხეს ვუქმნით ჩვენს ახლობელ ადამიანებს...“, - წერს ლიპარტელიანი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება