სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

''Izrune.ge კარგ და დიდ საქმეს ჩაუყრის საფუძველს'' - ახალ, ინოვაციურ პროექტზე ბეღლეთის სკოლის დირექტორი საუბრობს
25-10-2017
-
+


''Izrune.ge მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი, ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტია, რომელიც კარგ და დიდ საქმეს ჩაუყრის საფუძველს'' - ახალ, ინოვაციურ პროექტზე ბეღლეთის სკოლის დირექტორი რამაზ ლომიძე საუბრობს. 

''პირველ რიგში მინდა, ჩემი სიმპატია გამოვხატო ''ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ იმისათვის, რომ თქვენი პროექტები გამოირჩევა ეროვნულობით, ხელს უწყობს ადამიანის მამულიშვილური გრძნობით აღზრდას და აძლევს საშუალებას იზრუნოს საკუთარ მომავალზე. ახალი ინოვაციური პორტალი Izrune.ge კარგ და დიდ საქმეს ჩაუყრის საფუძველს. დღევანდელი სოციალური მდგომარეობა სკოლას აცილებს მშობელს. ეს პროექტი კი ერთი მხრივ, სკოლას მშობელთა პედაგოგიზაციაში, მშობლების შვილის აღზრდის საქმეში ჩართვაში დაეხმარება და მეორე მხრივ მშობლებს საშუალებას მისცემს შეამოწმონ თავიანთი შვილების ცოდნა.''- აღნიშნავს ბეღლეთის სკოლის დირექტორი.    

- ბატონო რამაზ, მოგვიყევით თქვენი სკოლის შესახებ. როგორც ვიცით, ბეღლეთის სკოლის შენობა ხისაა. გიქმნით თუ არა, ეს რაიმე სახის პრობლემას?

- ბეღლეთის სკოლა მცირეკონტიგენტიანია. ამჟამად სკოლაში სულ 112 მოსწავლეა. სკოლებს პრობლემებს რა დაულევს. მთავარი პრობლემა არის სკოლის შენობა, რომელიც  ხისაა და არ ქმნის სასწავლო პროცესისათვის შესაბამის გარემოს. კლასებში ჩატარებული გაკვეთილები კი ერთმანეთს უშლის ხელს. ასევე აუცილებელია მოხდეს მასწავლებელთა გადამზადება, რომ მთლიანად სკოლა გადავიდეს თანამედროვე სტილის სწავლებაზე. 

- მოგვიყევით თქვენი მოსწავლეების შესახებ. რა შედეგები აჩვენეს ერთიან ეროვნულ და საატესტატო გამოცდებზე? 

- ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა ღონისძიებასა თუ სასკოლო აქტივობაში. მინდა აღვნიშნო, რომ საატესტატო გამოცდებზე 12 მოსწავლე იყო რეგისტრირებული. ატესტატი მიიღო 10-მა მოსწავლემ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი 8 მოსწავლიდან 6 კურსდამთავრებული სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. სკოლაში ცალკეულ საგნებში მიმდინარეობს დამატებითი მეცადინეობები. 

- თქვენი მოსწავლეების სპორტულ მიღწევებზე რას გვეტყვით.

- ჩვენს მოსწავლეებს კარგი მიღწევები აქვთ სპორტში. მაგალითად, გასულ სასწავლო წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის გამართულ ფეხბურთის შეჯიბში მე-3 ადგილი აიღეს, ხოლო გოგონებმა ფრენბურთში მე-2 ადგილი. ეს იმ პირობებში, როცა სკოლას მინი სპორტული მოედანიც კი არა აქვს. 

- როგორია მათი სკოლამდე მისასვლელი გზა.

- სკოლაში მისასვლელი გზები არის ცუდი, მაგრამ თითქმის ყველა შორ მანძილზე მოსწავლეების მიმოსვლა ტრანსპორტით ხდება. 

დასასრულს, მინდა ვისურვო, რომ უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი ხალხი, რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის უკეთეს მომავალზე, მის სიძლიერეზე.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge - ს მიზანია, მოსწავლეების მშობლებს ან/და ოჯახის წევრებს მიეცეთ საშუალება: თანამედროვე ტექნოლოგიებით უშუალოდ იზრუნონ შვილების განათლებაზე, სისტემატურად და პირადად შეაფასონ შვილების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონე, ოჯახი მეტი აქტივობით ჩაერთოს შვილების აღზრდა-განათლება-წახალისებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება