| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგებმა მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს - მოსწავლეთა ჰოლისტური განვითარებისთვის, სასწავლო წლის მანძილზე მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კიროვაკანის საჯარო სკოლაში ხშირად ტარდება მრავალმხრივ საინტერესო გაკვეთილები, ღონისძიებები... სხვადასხვა საგნის მასწავლებლები ცდილობენ ბავშვებს მიაწოდონ ინფორმაციები პრეზენტაციის სახით. მათ შორის საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო, ისტორიის მასწავლებლის, სვეტლანა ხითარიანის ორგანიზებით გამართული შეხვედრა, რომლის თემა იყო - „პირველი და მეორე მსოფლიო ომი“.
შეხვედრის მიზანი კი - მოზარდებში ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბება და კაცობრიობის ისტორიაში მნიშვნელოვანი პერიოდის „პირველი და მეორე მსოფლიო ომების გააზრება“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები, რომლებმაც მოამზადეს საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაციები. კერძოდ, ომების დაწყების წინაპირობები და პოლიტიკურ-სტრატეგიულო ბლოკები.
ღონისძიება ემსახურებოდა არა მარტო ისტორიის ცოდნის გაღრმავებას, არამედ იმის გააზრებას თუ რის ფასად აღწევს კაცობრიობა მშვიდობას და როგორ უნდა დავიცვათ ის აწმყოსა და მომავალში.
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება.
შეხვედრა იყო ინფორმაციული და საინტერესო, პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს სვეტლანა ხითარიანს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა