სიახლეები
სიახლეები

რა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ბაღის მასწავლებლებმა და ხელმძღვანელებმა მშობლებს
09-07-2025
-
+


მშობლებისათვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რას და როგორ ისწავლიან მათი შვილები ბაღში. შესაბამისად, დაწესებულებამ მათ უნდა გააცნოს კურიკულუმის შინაარსსა და მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოკლე და არასპეციალისტისთვის ადვილად აღსაქმელი ფორმით. ეს ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ კომპეტენციების აღწერას რასაც ბავშვი ბაღში ყოფნის შედეგად განივითარებს. დაწესებულებამ შეიძლება აუხსნას მშობელს რა ეცოდინება და რის გაკეთებას შეძლებს მისი შვილი წლის ბოლოს ან პროგრამის დასრულების შემდეგ. მეთოდოლოგიის მიმართულებით მშობლებმა უნდა იცოდნენ როგორ და რა თემებისა თუ საკითხების ირგვლივ არის ორგანიზებული საგანმანათლებლო პროცესი, როგორ ფიზიკურ გარემოსა და რესურსს სთავაზობს დაწესებულება მათ შვილებს, რა დროს ატარებენ ბავშვები შენობაში და გარეთ, რა საქმიანობებზე არის ეს დრო გადანაწილებული, რა მიდგომების გამოყენებით მოხდება ბავშვების ქცევის მართვა და სასურველი ქცევების დასწავლა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს ესმოდეთ თამაშის მნიშვნელობა და იზიარებდნენ იმ მოსაზრებას, რომ ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს თამაშში უნდა ატარებდნენ, რადგან სწორედ თამაშის დროს ხდება მათი სტრესისაგან თავისუფალ გარემოში განვითარება.

ასევე მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ რა საშუალებით ეკონტაქტება დაწესებულება მათ (მაგალითად, პირისპირ და დისტანციური შეხვედრები, საინფორმაციო დაფა, სატელეფონო ზარები, ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელები და ჯგუფები, ბაღის ვებ-გვერდი და სხვა), რა ღონისძიებები იგეგმება მათთვის წლის განმავლობაში (მაგალითად, ინდივიდუალური შეხვედრები, მშობელთა კრებები, შემაჯამებელი ღონისძიებები, აღმზრდელის ვიზიტი სახლში და სხვა), რა ტიპის ჩართულობას ელის მათგან დაწესებულება (ინფორმაციის მოწოდება ბავშვის შესახებ, მეორადი მასალის შეგროვება, ვიზიტი ჯგუფში და კონრეტული აქტივობის განხორციელება, საკონსულტაციო საბჭოში გაწევრიანება და სხვა) და როგორ შეუძლიათ მათ დაწესებულების მხარდაჭერა საკუთარი შვილებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნის საქმეში.

იმისათვის, რომ მშობლები დარწმუნდნენ, რომ დაწესებულებაში მათი შვილებისათვის ემოციურად უსაფრთხო გარემოა შექმნილი, დაწესებულებამ უნდა გააცნოს  განრიგი და მათი ბავშვის შეფასების მეთოდები და პროცედურები.

დაწესებულება მზად უნდა იყოს მშობლების დამატებით შეკითხვებზე პასუხების გაცემისა და დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისათვის. მშობლები შეიძლება დაინტერესდნენ რა დგას დაწესებულების კურიკულუმთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უკან და ხომ ნამდვილად არის შერჩეული საკითხები და თემები მათი ბავშვის განვითარებისათვის საუკეთესო. ამ შემთხვევაში დაწესებულებას შეიძლება დასჭირდეს მშობლებისათვის კურიკულუმის საფუძვლების (როგორც თეორიული ასევე სამართლებრივი) გაცნობა.

მშობლებთან გაზიარების მიზნით კურიკულუმი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება განთავსდეს ბაღის ვებ-გვერდზე ან საინფორმაციო დაფაზე. ასევე შესაძლებელია ძირითადი ინფორმაციის მოკლე ბროშურის სახით დაბეჭდვა მშობლებისათვის. თუმცა იმისათვის, რომ დაწესებულება დარწმუნდეს, რომ მშობლები არამხოლოდ იცნობენ არამედ ეთანხმებიან კიდეც კურიკულუმის საკვანძო საკითხებს უმჯობესია კურიკულუმის გაზიარება მოხდეს ორმხრივი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით. შესაბამისად, შეხვედრები (როგორც პირისპი ასევე დისტანციური) კურიკულუმის გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. თუ გარკვეული მიზეზის გამო ვერ ხერხდება შეხვედრა, დაწესებულებამ შეიძლება ჯერ გაუგზავნოს, კურიკულუმი მშობლებს და შემდეგ სატელეფონო საუბრისას/შეხვედრების ფორმატში განიხილოს მნიშვნელოვანი საკითხები. 

 

სასურველია კურიკულუმი გაზიარებული იყოს ბავშვის ბაღში მოყვანამდე, მაგალითად ოჯახის ბაღში ვიზიტის დროს ან საგანმანათლებლო პერსონალის ოჯახში ვიზიტის დროს. როდესაც მშობლებმა წინასწარ იციან თუ რა დახვდებათ მათ შვილებს დაწესებულებაში მცირდება მათი ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული უკმაყოფილება. მაგალითად, თუ მშობლებს გააზრებული აქვთ და ეთანხმებიან იმას, რომ ბავშვების განვითარება თამაშით უნდა მიმდინარეობდეს, ისინი ნაკლებად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს არ უტარდებათ ტრადიციული გაკვეთილები. ან თუ მშობლებმა წინასწარ იციან, რომ დაწესებულება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეზოში რისკიან და „ჭუჭყიან“ თამაშებს და მათ ამის სარგებელიც აქვთ გააზრებული, ისინი აღარ მოთხოვენ დაწესებულებას, რომ ბავშვები არ გავიდნენ გარეთ ცუდ ამინდში და ნაკლებად გაღიზიანდებიან იმის გამო, რომ ბავშვები დასვრილი ტანსაცმლით შეიძლება დაბრუნდნენ სახლებში. მშობლები ასევე ინფორმირებულნი უნდა იყვნენ კურიკულუმში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების შესახებაც და ეს შეიძლება მოხდეს ცვლილების განხორციელებასთანავე. 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ვარსკვლავების“ დაჯილდოების ცერემონიამ ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა - Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ

ბაღებში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურების სისტემა და განათლების დივერსიფიცირებული მოდელები - კიდევ რა ცვლილებების დანერგვას ითვალისწინებს დოკუმენტი

NAEC-მა რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები და მაქსიმალური ქულები ცნობილია

გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორის სამოდელო გაკვეთილი - მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

როგორ შეხვდეს დღესასწაულს ისე, რომ მომავალმა წელმა ბედნიერება, წარმატება და იღბალი მოუტანოს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ სახალისო, შემოქმედებით აქტივობაში ჩართეს

„იყო თემის გაშლაც და მოსწავლეთა ცოდნის ჩვენებაც, ამ ყველაფერში კი ჩანდა მასწავლებლის უდიდესი შრომა“

სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ დათო დარსალია, კლასის ხელმძღვანელი კი - ნათია თოლორდავა

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა რუსუდან თევანიანმა

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება