სიახლეები
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

რა ღირს უმაღლესი განათლება ევროპაში და სად არის ყველაზე იაფი?
04-07-2025
-
+


ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მშობლიურ ენაზე სწავლა უფასოა, ინგლისურენოვანი პროგრამებისგან განსხვავებით. ევროპაში განათლებისა და ცხოვრებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყნები კი - ჩეხეთი და სლოვაკეთია. 

უმაღლესში სწავლის ფასები დამოკიდებულია სპეციალობაზე, სამედიცინო მიმართულებები, როგორც წესი, ყველაზე ძვირია. 

რა ღირს განათლება ევროპაში?

სლოვაკეთი

ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა, რადგან უმაღლესში სწავლის ღირებულება წელიწადში 700-დან 5000 ევრომდეა და, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია უნივერსიტეტზე. საერთო საცხოვრებლის ფასი კი თვეში 45-დან 100 ევრომდე მერყეობს. 

ჩეხეთი

ჩეხეთში უმაღლესი განათლება იაფია -  სემესტრში 740 ევროდან იწყება. გარდა ამისა, წარჩინებული სტუდენტებისთვის არსებობს სპეციალური ლოიალობის პროგრამები და სტიპენდიები, ხოლო უმაღლესი სასწავლებლების კამპუსებში უფასო საერთო საცხოვრებლებია.

ჩეხურ ენაზე განათლება უფასოა. ჩეხეთის რესპუბლიკაში საერთო საცხოვრებელში ცხოვრება 200 ევრო დაგიჯდებათ, კვება და ტრანსპორტი კი - დაახლოებით 500 ევრო თვეში.

პოლონეთი

სწავლის ღირებულება წელიწადში 1100 ევროდან 5500 ევრომდე მერყეობს. ინგლისურ ენაზე სწავლა წელიწადში 1800 ევროდან იწყება. ხოლო მათ ვინც პოლონური ენა C1 დონეზე იციან უფასო განათლებაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ.

ლიეტუვა

ბაკალავრიატში სწავლა წელიწადში 1300-5500 ევრო ჯდება. მაგისტრატურის ფასი 2300 ევროდან იწყება. თუმცა, ინგლისურ ენაზე მედიცინის ან სტომატოლოგიის შესწავლა წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ევრო შეიძლება დაჯდეს.

ბულგარეთი

ფასები სპეციალობაზეა დამოკიდებული. საშუალოდ, ბულგარეთის უნივერსიტეტში ერთი წელი სწავლა ღირს: 

  • ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებზე 1000-დან 5000 ევრომდე;
  • ეკონომიკურ, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველ მეცნიერებებზე 2000-დან 6000 ევრომდე;
  • სამედიცინო სპეციალობებზე 5000 ევროდან და ზემოთ.

თუმცა, ბულგარეთში ცხოვრების ხარჯები უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანაში. უცხოელი სტუდენტს საერთო საცხოვრებელი დაახლოებით 150-დან 400 ევრომდე დაუჯდება, კვება 120-დან 200 ევრომდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სტუდენტური აბონემენტი 15-25 ევრო. 

სლოვენია

სწავლის საფასური დამოკიდებულია არჩეული უნივერსიტეტისა და პროფესიის პრესტიჟზე. გარდა ამისა, ღირებულებაზე გავლენას ახდენს სასწავლო პროგრამა. ამასთან სახელმწიფო უნივერსიტეტები სწავლის საფასურის თვალსაზრისით დიდან არ განსხვავდებიან კომერციული უნივერსიტეტებისგან.

  • ბაკალავრიატზე სწავლა - 1500 - 3000 ევრო; 
  • მაგისტრატურაზე სწავლა - 2200 - 3000 ევრო;
  • დოქტორანტურაზე- 2500 - 3000 ევრო.

ესტონეთი

ესტონეთში განათლება უფრო ძვირია, ვიდრე მეზობელ ლატვიასა და ლიეტუვაში. მისი ღირებულება წელიწადში 4947-5936 დოლარია. თუმცა, ადგილობრივი უნივერსიტეტები ნიჭიერ აპლიკანტებს გრანტებს და ბიუჯეტურ ადგილებს სთავაზობენ.

მნიშვნელოვანია, რომ განაცხადის წარდგენისას ანგარიშზე მინიმუმ 5936 დოლარი გქონდეთ. ესტონეთის უნივერსიტეტების ყველა უცხოელ კურსდამთავრებულს ქვეყანაში სამსახურის მოსაძებნად 9 თვე აქვს.

ავსტრია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური სემესტრში დაახლოებით 726 ევრო იქნება. საცხოვრებელი ხარჯები უფრო მაღალია: ქირა - 500 ევროდან იწყება, საკვები და დაზღვევა - კიდევ 500-600 ევრო თვეში.

გერმანია

გერმანიაში განათლება სრულიად უფასო არ არის. ყოველ სემესტრში ყველა სტუდენტი იხდის ე.წ. „სოლიდარობის შენატანს“. ეს შენატანი იძლევა სტუდენტური შეღავათებით სარგებლობის უფლებას: საერთო საცხოვრებელში ცხოვრება, ბიბლიოთეკით სარგებლობა, სტუდენტურ სპორტდარბაზებში სიარული, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. შენატანი 200-დან 500 ევრომდეა სემესტრში, ქალაქისა და უნივერსიტეტის მიხედვით.

საერთო საცხოვრებლის ღირებულება თვეში 200 ევროდან იწყება. თუმცა, ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე ჩეხეთში ან სლოვაკეთში. დაზღვევა თვეში 90 ევროა.

ხოლო, კერძო უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღება სემესტრში 4900 ევროდან იწყება. 

იტალია

იტალიაში უმაღლესი განათლების ფასი საშუალოდ ერთი სასწავლო წლის მანიძლე 2500 ევროს შეადგენს. გარდა ამისა, ქვეყანაში წარჩინებით სწავლისთვის სტიპენდიებს უხვად გასცემენ. 

საფრანგეთი

საფრანგეთში უმაღლესი განათლება საკმაოდ ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რადგან განათლება მნიშვნელოვნად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ - მათ შორის უცხოელი სტუდენტებისთვისაც.

ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ბაკალავრიატი დაახლოებით 170 ევროა წელიწადში, მაგისტრატურა კი დაახლოებით 243 ევრო.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის (2019 წლიდან) კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბაკალავრიატზე სწავლა დაახლოებით 2,770 ევროა წელიწადში, მაგისტრატურა კი დაახლოებით 3,770 ევრო თუმცა, ბევრ უნივერსიტეტში (განსაკუთრებით მაღალი რეპუტაციის მქონე დაწესებულებებში), შესაძლებელია სწავლის საფასურის შემცირება ან სრული დაფინანსება სტიპენდიებით. თუმცა ასეთ უნივერსიტეტებში საფასურიც ბევრად მაღალია -  6,000 -15,000 ევრო წელიწადში ან მეტი. სტუდენტები კი ხშირად ფინანსდებიან სტიპენდიებით ან ნაწილობრივი გრანტებით. 

საცხოვრებელ ხარჯებს რაც შეეხება 300-800 ევრო თვეში, გააჩნია ქალაქს. კვება და ტრანსპორტი 200 -400 ევრო თვეში.

ესპანეთი 

ესპანეთის სახელმწიფო უნივერისტეტებში სწავლის საფასური წელიწადში 700-დან 2500-ევრომდეა, კერძოში კი - 15000 ევრომდე. საცხოვრებელი ხარჯები დაახლოებით - 900 - 1200 ევრო თვეში. 

შვედეთი და შვეიცარია განათლების მხრივ პრესტიჟული ქვეყნებია, თუმცა განათლების ღირებულებაც მაღალია: პროგრამების ფასი 8000-დან 25000 ევრომდე მერყეობს, საცხოვრებლის ფასი 1000 ევროდან, ცხოვრების ხარჯები კი თვეში 1500 ევროდან იწყება.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ძლიერი ქარი, ელჭექი... - როდიდან გამოიდარებს საქართველოში

რა წერეს ქართულის ქართულის გამოცდაზე აბიტურიენტებმა - გამოყენებული ტესტები 5 ივლისს გამოქვეყნდება

„მთაწმინდის მთავრე“ და „აივნიანი ქალაქი“ - ქართულის ბოლო ვარიანტის საკითხები ცნობილია

ქართულის გამოცდის დილის სესიაზე 2-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა

პროგრამული ნაწილიდან „ვეფხისტყაოსნი“ მოვიდა - ქართულის გამოცდის თემები ცნობილია

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მშობლიურ ენაზე სწავლა უფასოა

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

სიახლეები
საზოგადოება