სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღებსა და სკოლებში ძაღლის შეყვანა დაშვებულია, თუ... - რეგულაციები საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
10-07-2025
-
+


დამტკიცდა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელსაც ხელს საქართველოს პრეზიდენტი აწერს. 

დოკუმენტი ითვალისწინებს ცხოველის მიტოვების აკრძალვას, მიკედლების პროცედურის რეგულაციებს და მათ შორის, გარკვეულ წესებს, რომლებიც ვრცელდება ბაღებზე, სკოლებზე, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.

უფრო კონკრეტულად კი, „დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულებისა და მეტროპოლიტენის შენობებში, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე“.

გარდა ამისა, ცხოველის მეპატრონედ ვერ დარეგისტრირდება 16 წლამდე ასაკის პირი. კანონი კრძალავს შინაური ცხოველის წვრთნას საბრძოლო მიზნებისთვის (გარდა სამსახურებრივი დანიშნულებისა).

რაც შეეხება შინაური ცხოველის შეყვანას სკოლასა და ბაღში, დოკუმენტში განმარტებულია: „აკრძალულია ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა“.

კანონი სრულად იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება