TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

„სამდღიანი ჯოჯოხეთი“ და მილიონიანი კონკურენცია - ყველაზე რთული გამოცდები მსოფლიოში 
13-07-2025
-
+


თანამედროვე სამყაროში განათლების მიღება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, თუმცა ზოგჯერ სასურველი პროფესიისკენ მიმავალი გზა ეკლიანია. არსებობს გამოცდები რომელთა ჩაბარება გამორჩეულ მომზადებასა და მტკიცე ნებისყოფას მოითხოვს. 

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე რთულ და კონკურენტულ გამოცდებს - სადაც აპლიკანტს ძალიან დიდი კონკურენციისა და რთული ამოცანების გადალახვა უწევს ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.

გაოკაო

16-საათიანი მეცადინეობა, გადაღლა, ძილისთვის არასაკმარისი დრო და ძლიერი ემოციური ფონი - ეს არის ჩინელი აბიტურიენტების რეალობა, რომლებიც „გაოკაოს“ ჩასაბარებლად ემზადებიან. ის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სახელმწიფო გამოცდად ითვლება მსოფლიოში. 

გაოკაო“ - უნივერსიტეტში მისაღები გამოცდაა, რომელიც ზედიზედ ორი ან სამი დღე გრძელდება და ჩინელი აბიტურიენტები მას არცთუ უსაფუძვლოდ „სამდღიან ჯოჯოხეთს“ ეძახიან.

პირველ დღეს კურსდამთავრებულები წერენ ჩინური ენის გამოცდას, რომლის ჩასაბარებლად 1,5 საათი აქვთ. ამავე დღეს, ხანმოკლე შესვენების შემდეგ, სკოლის მოსწავლეები აბარებენ მათემატიკის ტესტს.

მეორე დღეს კი მოწმდება გამომცდელთა უცხოური ენის ცოდნა. გამოცდა ორი საათი გრძელდება. შემდეგ, ამავე დღეს აპლიკანტები აბარებენ ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო საგნების ნაკრებ ტესტს, მათი მომავალი სპეციალობის მიხედვით. თითოეული ნაკრები სამ საგანს მოიცავს. 

რაც ნიშნავს, რომ ამ 2 დღეში ჩინელი აბიტურიენტები სახელმწიფო გამოცდას 6 საგანში წერენ, მართალია ქვეყანაში ითვლება, რომ გამოცდა სულ 4-ია. 

ჩინეთის სახელმწიფო გამოცდა იმდენად რთულია, რომ მას მხოლოდ მონაწილეთა 50% აბარებს და მათგან მხოლოდ 1% ხვდება პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში - როგორიცაა პეკინისა და ცინხუას უნივერსიტეტებში.  აქ ჩაბარება ნიშნავს მომავლის უზრუნველყოფას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ღარიბ ოჯახში დაიბადე. 

JEE Advanced

IIT JEE Advanced (Joint Entrance Examination – Advanced) ერთ-ერთი ყველაზე რთული და პრესტიჟული ეროვნული დონის გამოცდაა, რომელიც ინდოეთში ტარდება და მას საინჟინრო-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში (IITs) ჩარიცხვის მსურველები აბარებენ.

ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში მოსახვედრად აპლიკანტები გადიან მრავალდონიან შერჩევის პროცესს. IIT JEE Advanced წარმოადგენს ერთიანი სახელმწიფო გამოცდების (Joint Entrance Examination) მეორე ეტაპს და მხოლოდ მათთვისაა, ვინც წარმატებით გადალახა პირველი ეპატი - JEE Main.

ამ გამოცდით შეირჩევიან საუკეთესო მოსწავლეები, რათა სწავლა გააგრძელონ ინდოეთის ისეთ წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში, როგორიცაა - IIT Bombay, IIT Delhi , IIT Madras, თუ IIT Kanpur.

რატომ ითვლება გამოცდა რთულად?

გამოსაცდელები აბარებენ ფიზიკა, ქიმიასა და მათემატიკას. საკითხები ძალიან კომპლექსურია და მოითხოვს ღრმა ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას. ტესტი არ ამოწმებს მხოლოდ ცოდნას, მთავარი აქცენტი კეთდება მოსწავლის მიერ ცნების ღრმად გააზრებასა და მის გამოყენებაზე უცნობ სიტუაციებში. ამასთან, კონკურენცია ძალიან მაღალია - ყოველ წელს მილიონობით მოსწავლე მონაწილეობს და მხოლოდ ათიათასობით აღწევს IIT-ების რიგებში. ინდოეთის ტექნოლოგიურ ინსტიტუტების ბევრი კურსდამთავრებული კი „სილიკონ ველში“ მუშაობს ან ინოვაციური სტარტაპების დამფუძნებელია.

Medical College Admission Test

მათთვის, ვინც ოცნებობს ჩააბაროს აშშ-ს ან კანადის სამედიცინო კოლეჯში, MCAT სავალდებულოა. Medical College Admission Test ურთულესი გამოცდაა და აფასებს კანდიდატების ცოდნას ბიოლოგიურ მეცნიერებებში, განსაზღვრავს მის ანალიტიკურ შესაძლებლობებსა და კრიტიკულ აზროვნებას. ამ გამოცდის ჩაბარება ექიმის კარიერიულ გზაზე გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

CFA (Chartered Financial Analyst)

პროგრამა CFA - გამოცდის სამდონიან სისტემას წარმოადგენს, რომლის მიზანი ფინანსურ და საინვესტიციო სფეროებში პროფესიონალების გამოვლენაა. ეს გამოცდები მოითხოვს ფინანსური ინდუსტრიის ასპექტების ღრმა ცოდნას. აღსანიშნავია, რომ სირთულის გამო, კანდიდატთა მხოლოდ20% ახერხებს სამივე დონის წარმატებით გავლას და CFA-ის წოდების მოპოვებას.

მთავარი ფოტო ChinaFotoPress/Getty Images


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იქნება - ცვლილება იმ აბიტურიენტებს ეხებათ, რომლებმაც მინიმალური ბარიერი ყველა საგანში გადალახეს

სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგები და სია ცნობილია - ქულათა გათანაბრების ცხრილი

მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება