სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოგადი პასუხი გასწორებისას არ შეფასდება - რჩევები აბიტურიენტებს, რომლებიც ისტორიის გამოცას აბარებენ 
08-07-2025
-
+


9 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას ისტროიაში ჩააბარებენ. ეს არის საგანი,რომელშიც კონკურანცია ყველაზე დიდია. ისტორიის საგანი ჩასაბარებლად 19 ატასამდე აპლიკანტმა აირჩია. გთავაზობთ, ისტორიის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს, გაეცანით რა ტიპის შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები ტესტზე მუშაობისას და რა უნდა გაითვალისწინოთ. 
 
აბიტურიენტები ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტური დავალებების შესრულებისას, ძირითადად, ორი ხასიათის, ტექნიკურ და შინაარსობრივ შეცდომებს უშვებენ. 
  • ტექნიკური ხასიათის შეცდომაში იგულისხმება ძნელად გასარჩევი, ხარვეზებით შევსებული პასუხების ფურცელი, რომელშიც ნაწერის ამოკითხვა ხშირად პრობლემური, ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება. ამიტომ აბიტურიენტებს ვთხოვთ, გარკვევით შეავსონ პასუხების ფურცელი, რათა მათი ნაწერების შეფასება შესაძლებელი გახდეს. 
რაც შეეხება შინაარსობრივი ხასიათის შეცდომებს, სხვადასხვა ხასიათის პრობლემა გამოიკვეთა, კერძოდ:
  • ტესტურ დავალებაში დასმულ შეკითხვაზე ზოგადი პასუხის გაცემა, რომელიც, პრაქტიკულად, სხვა ნებისმიერ კითხვასაც „მოერგება“. გაითვალისწინეთ, ზოგადი პასუხი გასწორებისას არ შეფასდება. 
  • ერთი კონკრეტული პასუხის ნაცვლად რამდენიმე პასუხის გაცემა (ზოგიერთ შემთხვევაში, პასუხები ურთიერთგამომრიცხავია). გაითვალისწინეთ, ამგვარი პასუხი გასწორებისას არ შეფასდება. 
  • ხშირად აბიტურიენტები არ აკვირდებიან ტესტური დავალების შეკითხვა მხოლობით რიცხვშია დასმული თუ მრავლობითში. შესაბამისად, სრულყოფილ პასუხს ვერ სცემენ დასმულ შეკითხვებს. გაითვალისწინეთ, ამგვარ შემთხვევაში აბიტურიენტი ქულას/ქულებს კარგავს. 
  • ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია  და მიაქციეთ ყურადღება, როგორ არის დასმული ესა თუ ის შეკითხვა. მაგალითად, იმ დავალებაში, სადაც გამოსაცდელს მოეთხოვება დაასახელოს მიზეზი ან შედეგი, ყოველთვის დაკონკრეტებულია, რა სახის მიზეზი უნდა იყოს ეს - პოლიტიკური, კულტურულ-რელიგიური თუ სხვა სახის.  ანალოგიურად, როცა დავალების პირობაში გთხოვენ მსგავსი მოვლენის დასახელებას, ყოველთვის მითითებულია გარკვეული საზღვრები (ან საუკუნე, ან გეოგრაფიული რეგიონი). 
  • გაითვალისწინეთ, რომ ისტორიის ტესტში თარიღების ზედმიწევნით ცოდნა არაა სავალდებულო. თქვენ უნდა იცოდეთ ესა თუ ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა რომელი საუკუნის რომელ მონაკვეთში მოხდა.
  • მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი საკითხი არ სცილდება სახელმძღვანელოებში მოცემულ მასალას, კარგი იქნება, თუ გაეცნობით კლასგარეშე  ისტორიულ ლიტერატურას, ამით მეტად განივითარებთ არგუმენტირებული მსჯელობის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის, ანალიზისა და შეფასების უნარებს, რაც, ბუნებრივია, მაღალი ქულის მიღებაში დაგეხმარებათ. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება