სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5 საგანში პედაგოგები გამოცდას 9 ივლისს ჩააბარებენ - რამდენი ქულა გჭირდებათ და რისი ცოდნა მოგეთხოვებათ ტესტირებისას
08-07-2025
-
+


9 ივლისს მასწავლებლების გამოცდებზე დარეგისტრირებულებისათვის გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

ფიზიკა (VII-XII კლასები);

ქიმია (VII-XII კლასები);

ისტორია (VII-XII კლასები);

ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები);

ბიოლოგია (VII-XII კლასები).

გთავაზობთ, გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად დასაგროვებელ ქულებსა და ტესტის შეფასების კრიტერიუმებს:

ფიზიკა (VII-XII) - 37 ქულა და მეტიარჩევითპასუხებიან დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია ხუთი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. შესაბამისობის პოვნა. უნდა დადგინდეს შესაბამისობა ორ ჩამონათვალში მოცემულ სიდიდეებს ან ობიექტებს შორის. ცხრილი ივსება შემდეგნაირად: ციფრებით დანომრილ თითოეული სიდიდის ან ობიექტისათვის მოიძებნება მისი შესაბამისი ანბანით დანომრილი სიდიდე ან ობიექტი. შედეგი მოინიშნება X_ით ცხრილის სათანადო უჯრაში. გასათვალისწინებელია, რომ ერთი ჩამონათვალის რომელიმე სიდიდეს ან ობიექტს შეიძლება შეესაბამებოდეს ერთი, ერთზე მეტი ან არც ერთი _ მეორე ჩამონათვალიდან. დავალება ფასდება ცხრილის სწორად შევსებული სტრიქონების ან სწორად შევსებული სვეტების რაოდენობის მიხედვით. ღია დავალება. ვლინდება საკითხის თეორიული ცოდნის გამოყენების უნარი კონკრეტული მრავალსაფეხურიანი დავალების შესრულებისას. მოითხოვება ამოცანის ამოხსნის ლოგიკურად მწყობრი, გააზრებული გზის წარმოჩენა. ფასდება ამოცანის ამოხსნის თითოეული ეტაპი.

ქიმია (VII-XII) - 37 ქულა და მეტი - საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ფაქტობრივი მასალის ცოდნა და კონკრეტულ ამოცანებში ამ ცოდნის გამოყენების უნარი.

გრაფიკებით, სქემებით, ცხრილებითა და დიაგრამებით მოწოდებული ინფორმაციის გაგებისა და ანალიზის უნარი. • მოცემული ამოცანის პირობიდან არსებითი მონაცემების შერჩევის უნარი.

• ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით არასტანდარტული ამოცანის ამოხსნის უნარი.

• საბუნებისმეტყველო მეცნიერების სფეროში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.

• დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი. • მეცნიერული ტერმინოლოგიის ადეკვატურად გაგება და გამოყენება.

ისტორია (VII-XII) - 34 ქულა და მეტი - საგნის გამოცდაზე ისტორიის ტესტში შეფასდება: საგნის სწავლებისათვის აუცილებელი მასალის ცოდნა;

ისტორიული წყაროების ანალიზის უნარი;

ლოგიკური მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.

ტესტში ყოველი დავალების კონკრეტული შეფასება ხდება წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით.

ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII) - 43 ქულა და მეტი - ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით შემოწმდება:

1. ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;

2. საგნის სწავლებისათვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ცოდნა;

3. სხვადასხვა ტიპის ტექსტის გააზრებისა და ანალიზის უნარი;

4. კრიტიკული აზროვნების უნარი;

5. წერის კულტურა.

9 ივლისი (მეორე სესია)

ბიოლოგია (VII-XII) - 37 ქულა და მეტი - ბიოლოგია (საბაზო/საშუალო საფეხური) საგნის გამოცდაზე მასწავლებელს მოეთხოვება:

• საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ფაქტობრივი მასალის ცოდნა.

• ამ ცოდნაზე დაყრდნობით ბუნებაში მიმდინარე არსებითი პროცესების დახასიათება და ანალიზი.

გრაფიკებიდან, სქემებიდან, ცხრილებიდან და დიაგრამებიდან საჭირო ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება მოცემული ამოცანის გადასაჭრელად.

საგამოცდო ტესტით მოწმდება:

• საპროგრამო მასალის ცოდნა და კონკრეტულ ამოცანებში ამ ცოდნის გამოყენების უნარი.

გრაფიკებით, სქემებით, ცხრილებითა და დიაგრამებით მოწოდებული ინფორმაციის გაგებისა და ანალიზის უნარი.

• მოცემული ამოცანის პირობიდან არსებითი (პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი) მონაცემების შერჩევის უნარი.

• ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, უცნობი, არასტანდარტული ამოცანის დამოუკიდებლად ამოხსნის უნარი.

• დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი. • ბიოლოგიის სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირება.

• მეცნიერული ტერმინოლოგიის ადეკვატურად გაგება და გამოყენება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება