TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თუ სახლში სიგრილის შენარჩუნება შეუძლებელია 2-3 საათი გაატარეთ გრილ ადგილას, მაგალითად მეტროში - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
15-07-2025
-
+


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბური ტალღა არის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება რამდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში. განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც სხვადასხვა დაავადების განვითარებას, ასევე არსებულის გამწვავებას. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ადამიანები, ვისაც შენობის გარეთ უხდება მუშაობა.

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:

დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი);

• გადახურება, რომელმაც, შესაძლოა, გააუარესოს გულ-სისხლძარღვთა და რესპირაციული დაავადებების მქონე მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;

• სითბური გამოფიტვა;

• სითბური დაკვრა.

როგორ დავიცვათ თავი?

• მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.

• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლური, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.

• საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

• მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას; ამისთვის გამოიყენეთ დღის ყველაზე გრილი პერიოდი დილით, დილის 07:00 სთ-მდე.

• ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, კეპი, ქოლგა, მზისგან დამცავი სათვალე.

• თუ შესაძლებელია, გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.

• თუ სახლში სიგრილის შენარჩუნება შეუძლებელია, შეეცადეთ დღის განმავლობაში 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგ: მეტრო, მაღაზია, აფთიაქი და სხვ).

• არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება