სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

ქვეყანა, სადაც პედაგოგის წლიური ხელფასი 100 000 ევროს აღემატება - სად არის მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი
09-07-2025
-
+


ლუქსემბურგში მასწავლებლის ხელფასი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, საშუალო სკოლის გამოცდილი მასწავლებლები წელიწადში საშუალოდ 107 000 ევროს გამოიმუშავებენ, დაწყებითი სკოლის მასწავლებლები კი -  დაახლოებით 100 000 ევროს. 

ანაზღაურება განსხვავებულია სტაჟისა და კვალიფიკაციის მიხედვით. დაწყებითი კლასების მაგისტრის ხარისხის მქონე ახალბედა მასწავლებლები წელიწადში საშუალოდ 68 000 დოლარს იღებენ, საშუალო სკოლის მასწავლებლები კი 77 000 ევროს. 100 000 - 107 000 ევროს კი უკვე იმსახურებენ მასწავლებლები 15 და მეტწლიანი გამოცდილებით.

პედაგოგების მაღალი ანაზღაურება ლუქსემბურგის მთავრობის განათლებისადმი მიდგომის შედეგია. ქვეყანა ბიუჯეტის დიდ ნაწილს განათლებაზე ხარჯავს და ამას მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების საფუძვლად მიიჩნევს.

განათლების სისტემა არა მხოლოდ უზრუნველყოფს მასწავლებლების ღირსეულ ანაზღაურებას, არამედ მათ აქვთ საკმარისი მხარდაჭერა, რათა შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა. 

აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგში მასწავლებლობა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად პოზიციად ითვლება, განსაკუთრებით სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შორის. 

ქვეყნის საშუალო წლიური ხელფასი (საშუალო სამუშაო პოზიციებზე) დაახლოებით 65 000-70 000 ევროა. პედაგოგების ხელფასი კი საშუალოზე მაღალია. მაგალითად, საშუალო სახელმწიფო მოხელე წელიწადში 50 000–65 000 ევრომდე გამოიმუშავებს, მათ შორის პოლიციელი 60 000 ევროს.

მასწავლებლობა ლუქსემბურგში პრესტიჟული და დაფასებული პროფესიაა. ამასთან, ხელფასს ემატება სოციალური გარანტიები, შვებულება, საპენსიო ბენეფიტები. შესაბამისად პროფესიული სტანდარტებიც მაღალია. პედაგოგებს ხშირად მოეთხოვებათ მაგისტრის დიპლომი, საკვალიფიკაციო კურსების გავლა და ა.შ. 

ქვეყნის განათლების სისტემა პედაგოგებს კვალიფიკაციის მკაცრ სტანდარტებს უწესებს და მასწავლებლების მაღალ ხელფასებს მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმიც განაპირობებს. 

მრავალენოვნება კიდევ უფრო ართულებს საქმეს. ქვეყანაში, სადაც სამი ოფიციალური ენაა  მასწავლებლებს ხშირად მოეთხოვებათ ლუქსემბურგული, გერმანული და ფრანგული ენების კარგად ცოდნა ინგლისურ ენასთან ერთად. ამიტომ სახელმწიფომ მასწავლებლებს უნდა შესთავაზოს კონკურენტული ანაზღაურება, რათა დაიქირაოს და შეინარჩუნოს მასწავლებლები, რომლებიც მრავალენოვან გარემოში კარგად არიან ადაპტირებულნი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება