| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჰოლოკოსტის განათლების შესახებ სემინარში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს შეუძლიათ შეავსონ ქვემოთ მოცემული ფორმა 2025 წლის 20 ივლისამდე. შერჩეულ მონაწილეებს შედეგების შესახებ ელფოსტით ეცნობება 2025 წლის 27 ივლისამდე.
ჰოლოკოსტის განათლების მოცემული სემინარის პროგრამა შემუშავებულია ოლგა ლენგიელის ინსტიტუტის (აშშ) მიერ. პროგრამის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ჰოლოკოსტისა და სოციალური სამართლიანობის შესახებ განათლების ხარისხის ამაღლებას.
ასევე, პროგრამის მიზნებია:
სემინარის მეთოდოლოგია არის მოსწავლეზე ორიენტირებული, ემყარება ექსპერიმენტული სწავლების პრინციპებსა და განათლებაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას. მონაწილეთა ჩართულობის, მათი რეფლექსიებისა და ურთიერთქმედების მაღალი დონის მისაღებად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი: პრეზენტაციები, ანალიზი, დისკუსიები, რეფლექსია, ჯგუფური მუშაობა, ვიდეოები, ვიზიტები, მოწვეული მომხსენებლები, ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილთა ინტერვიუები და ა.შ. პროგრამა მოიცავს სულ 32 აკადემიურ საათს (5 დღეს).
5 დღიანი სემინარი (04 აგვისტო - 08 აგვისტო) განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის ნებისმიერი საგნის მასწავლებლებისთვის საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებიდან.
აპლიკანტ მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ ჰოლოკოსტის სწავლების შესახებ მინიმალური გამოცდილება, ისევე, როგორც დიდი ინტერესი ჰოლოკოსტისა და სოციალური სამართლიანობის სწავლების შესახებ კომპეტენციების განვითარებაში.
სემინარზე დასწრება უფასოა (რეგიონიდან ჩამოსული პედაგოგებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში განთავსება და კვება. მგზავრობის ხარჯები არ ანაზღაურდება).
სემინარის დასრულების შემდეგ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, განახორციელონ პროექტი, რომელიც დაეხმარება მათ, მოსწავლეებთან ერთად გამოიყენონ სემინარის დროს შეძენილი ცოდნა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად