| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აზერბაიჯანულში რუსულენოვანი სკოლები დაიხურება, ხოლო რუსულ ენას სასკოლო პროგრამიდან საერთოდ ამოიღებენ - ინფორმაციას მოსწავლეების მშობლები ავრცელებენ.
როგორც გამოცემა Oxu.Az წერს, ამის შესახებ შეტყობინებებს მოსწავლეების მშობლები WhatsApp-ის ჯგუფებში იღებენ. მათივე ცნობით, ინიციატივის მიზანია, რომ აზერბაიჯანში აზერბაიჯანული ენის როლის განმტკიცება და ყველა მოქალაქის ერთიან საგანმანათლებლო გარემოში ინტეგრაცია.
განცხადების თანახმად, რეფორმები ეტაპობრივად განხორციელდება. მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსულენოვანი სკოლებში სწავლა აზერბაიჯანულ ენაზე დაიწყება და მასწავლებლები გადამზადების კურსებს გაივლიან.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 27 ივნისს, ეკატერინბურგში რუსი ძალოვანების მიერ ჩატარებული რეიდების შემდეგ დაიძაბა. რეიდების დროს, რუსეთმა აზერბაიჯანული წარმოშობის 50-ზე მეტი პირი დააკავეს. დაკავებისას კი ორი მათგანი დაიღუპა, ასევე მძიმედ დაიჭრა ორი. ოფიციალურმა ბაქომ, აზერბაიჯანში რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ დაგეგმილი ყველა ერთობლივი ღონისძიება გააუქმა და რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა. ამასთან, ბაქოში აზერბაიჯანის პოლიციამ რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტული მედიასაშუალება „სპუტნიკის“ აზერბაიჯანული სამსახურის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარა და რამდენიმე ადამიანი დააკავა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი