სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2025 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის დასაგროვებელი აუცილებელი ქულების რაოდენობა - მასწავლებლის გამოცდა
12-07-2025
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს, 2025 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების რაოდენობას.
 
გაითვალისწიენთ, იმისათვის რომ საგნის გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, კერძოდ:
 
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 43 ქულა და მეტი;
  • მათემატიკაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 25 ქულა და მეტი;
  • გეოგრაფიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 34 ქულა და მეტი;
  • ბიოლოგიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 37 ქულა და მეტი;
  • ქიმიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 37 ქულა და მეტი;
  • ფიზიკაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 37 ქულა და მეტი;
  • ისტორიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 34 ქულა და მეტი;
  • სამოქალაქო განათლებაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 34 ქულა და მეტი;
  • უცხოურ ენაში (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 55 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 52 ქულა და მეტი;
  • სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში - 37 ქულა და მეტი;
  • მუსიკაში - 43 ქულა და მეტი;
  • სპორტში - 43 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
  • სომხურ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
  • აზერბაიჯანულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
  • რუსულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური) - 32 ქულა და მეტი;
  • ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური) - 32 ქულა და მეტი;
  • მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური) - 32 ქულა და მეტი;
  • ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში/კომპიუტერულ ტექნოლოგიებში - 43 ქულა და მეტი;
  • სომხურ ენაში - 43 ქულა და მეტი;
  • აზერბაიჯანულ ენაში - 43 ქულა და მეტი.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), სომხური ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), რუსული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები),  ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური), უცხოური ენებისა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) და ქართულ ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ: 
 
  • ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), სომხური ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), რუსული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში -  აკადემიური უნარების ნაწილში მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40% - ზე მეტი (ანუ 6 ქულა ან მეტი);  
 
  • ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური) და მათემატიკის (დაწყებითი საფეხური) ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი (ანუ 6 ქულა და მეტი);
 
  • უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – მეტყველების, წერით, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, მეტყველების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერით ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი;
 
  • ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 - გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელია 11 ქულა და მეტი, წერით ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო მეტყველების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან - პროფესიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილისგან, ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40% (ანუ 14 ქულა და მეტი).

 

აბაზო პროფესიული უნარების საგამოცდო ტესტის მაქსიმალურ ქულაა 45 ქულა, ხოლო საგამოცდო დრო - 4 საათი. საბაზო პროფესიული უნარების წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 40%-ის დაგროვებას (18 ქულა და მეტი). 
 
უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. საგამოცდო დრო - 4 საათი. ზღვარი გადალახულად ითვლება თუ გამოსაცდელმა დაძლია მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი (33 ქულა და მეტი). 
 

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც

4 საგნის მასწავლებლები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - NAEC გამოცდებზე

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებისა და მისი ნაწარმოებების მთავარი სათქმელის შესახებ

აქტივობამ ხელი შეუწყო თანამშრომლობას, იდეების გაზიარებასა და საერთო პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერებას

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება