| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შავი ზღვისპირეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 2,237 მასწავლებლიდან 1658-მა ტესტირება უკვე გაიკეთა. Covid – 19-ზე დადებითი პასუხი კი 14 პედაგოგს დაუდასტურდა - აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-მ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან გამოითხოვა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, მასწავლებლების და მოსწავლეების შედეგების ცალკე სტატისტიკას არ აწარმოებენ - არ აღირიცხება რამდენი პედაგოგსა და მოსწავლეს ჩაუტარდა ტესტირება და რამდენ მათგანს გამოუვლინდა კორონავირუსი. ეს კატეგორიაც პრიორიტეტულ პირთა ნუსხის რისკ-ჯგუფში შედიან.
„არ ხერხდება ცალკეულად პედაგოგებისა და მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის იდენტიფიცირება, ვინაიდან ისინი მიეკუთვნებიან „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დამტკიცებულ სხვადასხვა რისკ-ჯგუფს“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ტესტირებას დაექვემდებარა შავი ზღვისპირეთში ბოლო 2 კვირის მანძილზე მოგზაურობის ისტორიის მქონე პედაგოგები.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ასახულია 2020 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით არსებული ინფორმაცია მითითებული პედაგოგების შესახებ:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას