| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადამიანი, რომელსაც მთელი სხეული მოსვირინგებული აქვს სკოლის მასწავლებელია. 35 წლის სილვენ ელენი საფრანგეთის დაწყებით სკოლაში მუშაობს. აქამდე მას მეორე სამსახურიც ჰქონდა საბავშვო ბაღში, თუმცა ახლახანს მშობლის ჩივილის გამო ბაღის აღსაზრდელებს ჩამოაშორეს. ერთ-ერთი ბავშვის მშობლის თქმით, მისი იერსახე ბავშვებს აშინებს.
სილვენ ელენი - უჩვეულო მასწავლებელია, მისი სხეული, სახე და ენა სვირინგებით არის დაფარული, მისი თვალის გუგა კი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ სრულად შავია. გასულ წელს სილვენი პარიზის შემოგარენში, Docteur Morere Elementary School-ში საბავშვო ბაღის აღმზრდელად მუშაობდა, როდესაც სამი წლის ბავშვის მშობლებმა განათლების ორგანოებს ჩივილით მიმართეს. მათ განაცხადეს, რომ მათ ვაჟს, რომელსაც ელენი არ ასწავლიდა, კოშმარები დაესიზმრა, მას შემდეგ, რაც ის დაინახა.
რამდენიმე თვის შემდეგ ხელმძღვანელობამ მას შეატყობინა, რომ ის ბაღის აღსაზრდელებს ვეღარ ასწავლის. განათლების ადგილობრივი დეპარტამენტის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ ექვს წლამდე ბავშვები „შესაძლოა მისმა გარეგნობამ შეაშინოს“. საფრანგეთის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოთხოვნები შესაძლოა წაყენებული იყოს მხოლოდ მასწავლებლის ტანსაცმელზე, ამიტომ სილვენი სკოლის წესს არ არღვევს. 
სვირინგების გაკეთება მან 27 წლის ასაკში დაიწყო. მშობლების ჩივილის მიუხედავად, სილვენი ამბობს, რომ ბავშვებს მასთან სულ რამდენიმე წუთიანი ურთიერთობის შემდეგ ავიწყდებათ, რომ ის განსხვავებულად გამოიყურება. მასწავლებლის თქმით, ის აჩვენებს მოსწავლეებს, რომ მათ განსხვავებული ადამიანები უნდა მიიღონ.
„ჩემი შემხედვარე ბავშვები სწავლობენ ტოლერანტობას. შესაძლოა, ჩემი წყალობთ ბავშვები აღარ გაიზრდებიან რასისტები“,- აღნიშნა მან.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას