სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდას „ნაეკი“ ნოემბერში გეგმავს - გამოცდების ცენტრი პედაგოგთა პროფკავშირებს პასუხობს
02-10-2020
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების მიერ მასწავლებელთა გამოცდების გადატანის შესახებ, გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი აცხადებს, თითქოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაფხულში დაგეგმილი გამოცდების გადატანა მოითხოვა, რადგან ვერ ასწრებდა პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის გამოცდების ჩატარებას. ეს არ არის მართალი - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

„ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდების მოსმენა მოულოდნელია იმ ადამიანისგან, ვინც თავად უნდა იყოს მასწავლებლებისათვის ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის წყარო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზაფხულში, რა თქმა უნდა, მზად იყო მასწავლებელთა გამოცდების ჩასატარებლად, როგორც მასწავლებლობის მსურველებისთვის, ასევე პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის. გადაწყვეტილება გამოცდის გადატანის შესახებ მიღებული იქნა მთავრობის დადგენილებით და მიზეზების შესახებ სამინისტრომ და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრმა არაერთხელ გააკეთეს კომენტარი. მაშინ პროფკავშირის პრეზიდენტს თავისი მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს.

ამ გამოცდას ცენტრი  გეგმავს ნოემბერში, თუმცა, ცხადია, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული იმ დროისათვის არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რადგანაც ნებისმიერი კეთილსინდისიერი ორგანიზაციისათვის, უპირველესი ადამიანების ჯანმრთელობა და  უსაფრთხოებაა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზაფხულში ურთულეს პირობებში უსაფრთხოდ და მაღალ პროფესიულ დონეზე შეძლო გამოცდების ჩატარება 80 000 მდე პირისთვის. ცენტრი ამჯერადაც მზად არის გამოცდის ჩასატარებლად და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდის ჩატარება შემოდგომის ნაცვლად, 2021 წელს იგეგმება - სოფიო გორგოძეს პედაგოგთა პროფკავშირები მიმართავს

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება