სიახლეები
სიახლეები

ზოდიაქოს ერთი ნიშანი ამ კვირაში ყველაზე იღბლიანია, ერთს კი ყველაზე რთული პერიოდი აქვს - ვის ელის სირთულეები და ვის გაუმართლებს?
14-09-2020
-
+


ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს კვირა მნიშვნელოვანია. თეთრი მთვარე მორიელის ზოდიაქოში შეუერთდება პროზეპრინას - რაც ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე იქნება დიდი ბიოტექნოლოგიური აღმოჩენები.

კრიზისული ფინანსური და სასიყვარულო ურთიერთობები დაკავშირებულია ძველ შეცდომებთან, რომლებიც ხვალ ამოტივტივდებიან. ასევე ხვალ ძლიერდება მფარველ ანგელოზთან კონტაქტი - ილოცეთ.

ოთხშაბათს მიაქციეთ ყურადღება თქვენს სიტყვებს - „ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით“.

ხუთშაბათს ახალ მთვარეობაა ქალწულის ზოდიაქოში - ახალი საქმე არ დაიწყოთ. მთვარეს მონეტა აჩვენეთ, რათა ფინანსები მოიზიდოთ.

პარასკევს არ გადაწყვიტოთ პრობლემები ძალისმიერი მეთოდებით.

შაბათს ოქროს შუალედი დაიჭირეთ - ასეთია ზოგადი პროგნოზი.

რაც შეეხება, ზოდიაქოს ნიშნების კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს, ასეთია:

ვერძი: თქვენი აქტიურობა მატულობს, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავით. სულსწრაფობა აკონტროლეთ. მიაქციეთ ყურადღება რა გზას ირჩევთ მიზნის მისაღწევად. საეჭვო ადამიანები მოიშორეთ. შემდეგ კვირას გაცილებით კარგი პერიოდი დაიწყება.

კურო: აქტიური, ინიციატივიანი და იღბლიანი ხართ. რომანტიული თავგადასავლების კუთხით კარგი პერიოდია. თქვენ შეგიძლიათ ყველაფერს მიაღწიოთ, ფინანსური და შემოქმედებითი კუთხით კარგი დრო გაქვთ, ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ.

ტყუპები: შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობა ახლობლებთან. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია. სარისკო საქმეებს ერიდეთ. შემდეგ კვირას კარგი დრო გექნებათ, ამიტომ მოიცადეთ. ამ კვირაში შეიძლება დაგეგმოთ რამე, თუმცა განხორციელება შემდეგ კვირიდან დაიწყეთ.

კირჩხიბი: 17 სექტემბრის გარდა კარგი პერიოდი გაქვთ. შარმიანები და ქარიზმატულები ხართ. პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ნიჭის გამოვლენის შანსი გაქვთ. იაქტიურეთ, ეს თქვენი დროა.

ლომი: კარგი ურთიერთობები შეგიძლიათ დაამყაროთ პატრნიორებთან და ხელმძღვანელებთან, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც კარგი პერიოდია. შეიძლება ისეთი პერპექტივები აღმოაჩინოთ, რომელიც წლის ბოლოს დივიდენდებს მოგიტანთ.

ქალწული: ყველაზე წარმატებული და იღბლიანი ხართ ამ კვირაში. პირადი ურთიერთობებისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო დროა. ენერგია და შრომისუნარიანობა გემატებათ.

სასწორი: წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი ახლა გაქვთ. ფარული მტრები, ინტრიგები, ჭორები და ძველი შეცდომები გააქტიურდება. პირად ურთიერთობებშიც მატულობს პრობლემები. თქვენთვის აქტიური და კარგი პერიოდი შემდეგი კვირიდან დაიწყება.

მორიელი: აქტიური ხართ, სოციალური ცვლილებების შემოტანისა და მრავალფეროვანი კონტაქტების დამყარების სურვილი გიჩნდებათ. ინტუიციაც გიმძაფრდებათ, რაც გეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. პირადი, პროფესიული და ფინანსური კუთხით იაქტიურეთ, ამ კვირის შანსები გამოიყენეთ, შემდეგი კვირა რთული გექნებათ.

მშვილდოსანი: პერსპექტივა გიუმჯობესდებათ, თავს უკეთ იგრძნობთ, ოპტიმიზმი გემატებათ. რაც არ გამოგდიოდათ, ამ კვირაში გამოგივათ. საქმიანი და პირადი ურთიერთობებისთვის კარგი დროა.

თხის რქა: ერთ-ერთი წარმატებული ნიშანი ხართ. ყველაფერი გამოგდით, თუ რამე იდეა გაქვთ ამ კვირაშ მოასწარით და განახორციელეთ.  ურთიერთგაგება და შრომისუნარიანობა კარგ დივიდენდებს გაძლევთ.

მერწყული: აღმავლობა-დაღმავლობის პერიოდია. სარისკო მოქმედებებს ერიდეთ. შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია. მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გმართებთ. იღბლიანობა შემდეგ კვირაში გემატებათ, ამიტომ ამ დროისთვის დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები.

თევზები: ერთ-ერთი წარმატებული კვირა გაქვთ. შემოქმედებითი და პირადი ურთიერთობებისთვის კარგი დროა, საოცარი მიზიდულობა და ქარიზმა გაქვთ. შეიძლება ახალი ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ. ეს თქვენი დროა. შემდეგ კვირას ასე არ იქნება, ამიტომ ეს დღეები გამოიყენეთ.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საგნის პედაგოგებს, სკოლის დირექციასა და სპეციალისტებს ისგ-ს შემუშავების პრაქტიკულ ასპექტებს გააცნობენ - 11 სექტემბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა

მასწავლებლის სახლმა სკოლები შეარჩია - დეტალები

სასკოლო გარემო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაკვეთილი

„გამოცდის ჩაბარება გულისხმობს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის დაგროვებას“ - 8 სექტემბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

„სინკარში გადამბმები რომაა, მანდ გაჩნდა. საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს, არც ბათქაში დაეყრებათ მოსწავლეებს...“

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„ჩემი დევიზი, როგორც ადამიანის და როგორც ხელმძღვანელის არის დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა“

„მათემატიკის კლუბში ყოველი კვირა იქნება ახალი აღმოჩენა, გამოწვევა და ცოდნის გაღრმავების შანსი!“
 
„გიმნაზია უსურვებს ყველას წარმატებულ და სიახლეებით სავსე სასწავლო წელს“
 
ზაფხულის სკოლა საკმაოდ ნაყოფიერი და თავშესაქცევი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის
 
საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება