| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აჭარის რეგიონში, ქობულეთისა და ბათუმის გარდა, 15 სექტემბრიდან სკოლებში სწავლა ხელვაჩაურშიც დისტანციურად დაიწყება - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მაღალმთიან აჭარაში კი მოსწავლეები 15 სექტემბერს სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებენ.
„მომატებული რისკების ფონზე, ყველა მიმართულებით გავამკაცრეთ კონტროლი. ასევე, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სკოლების გადავადებასთან დაკავშირებით, ქობულეთს და ბათუმს დაემატება ხელვაჩაური და იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში პირველი ოქტომბრიდან განახლდება. მანამდე ამ სამ მუნიციპალიტეტში სწავლა დისტანციურად მოხდება. მაღალმთიან აჭარაში მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას 15 სექტემბრიდან შეძლებენ“, – განაცხადა რიჟვაძემ.
სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1 ოქტომბერს განახლდება ასევე თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში.
იხილეთ ასევე: სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდება - დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1 ოქტომბერს დაიწყება
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ