სიახლეები
ინტერვიუ

„სკოლამ იცოდა და არ შეატყობინა“ - რატომ არის საზოგადოება გულგრილი ბავშვებზე ძალადობის მიმართ
09-09-2020
-
+


11 წლის მოზარდის საქმეზე გამოძიება გრძელდება და იმედია ამ ამბავს საბოლოოდ აეხდება ფარდა; იყო ეს თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - კითხვაზე პასუხს შესაბამისი ორგანოები გასცემენ, თუმცა Etaloni.ge ამ საკითხს სხვა კუთხით შეეხო და იმის გარკვევა გადავწყვიტეთ, რამდენად იღებს საზოგადოება პასუხისმგებლობას მომხდარზე, რადგან, როგორც საჯარო კომენტარებიდან გამოჩნდა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 11 წლის ავთოზე მამა ფიზიკურად ძალადობდა, არავისთვის ყოფილა უცხო.

და რა გააკეთეს ნათესავებმა თუ მეზობლებმა იმისთვის, რომ ბავშვი მოძალადისგან დაეცვათ?! რატომ არ შეატყობინეს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს?! ხომ არ დადგება ამ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი შეუტყობინებლობის გამო?! - ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად, არასამთავრობო ორგანიზაცია, „თანასწორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს, ანა არდანაშვილს დავუკავშირდით.

- ანა, ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და ჯერჯერობით, დასკვნების გამოტანა ადრეა, თუმცა ამასობაში, საზოგადოების გულგრილობა გამოიკვეთა და ისიც საინტერესოა, ამ ასაკში ბავშვთა სუიციდის შემთხვევები თუ ფიქსირდება?

- ძალიან ტრაგიკული შემთხვევა მოხდა... რაც შეეხება სტატისტიკას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველაზე პატარა ასაკი მითითებული აქვს 9 წელი.

ზოგადად, ბავშვთა სუიციდი სერიოზული საკითხია, რომელზეც ფსიქიკური ჯანმრთელობის დიდი სექტორი მუშაობს მსოფლიოში, მაგრამ ჩვენთან  ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალებს არ აქვთ საშუალება, რომ იმუშაონ.

- რას გულისხმობთ?

 - მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო და საერთაშორისი ორგანიზაციები დაეხმარნენ სახელმწიფოს, გაეწერა ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სადაც ერთ-ერთი მიმართულება სუიციდის პრევენციაა; მიუხედავად იმისა, ომბუდსმენი საპარლამენტო ანგარიშში ყოველთვის ახსენებს, რომ არ გვაქვს სუიციდის პრევენციის არც სტრატეგია და არც სერვისები, მათ შორის ბავშვებში, სამწუხაროდ, სახელმწიფო პასიურია ამ კუთხით და დღემდე სრულად ვართ მინდობილები შემთხვევითობას, რაც უბრალოდ, უპასუხისმგებლობა. პირდაპირ ვთქვათ - რისკის ქვეშ ვინცაა, იქაც კი არ არის შესაბამისი სერვისები, რომ ჩაერთოს სახელმწიფო.

- თუმცა ეს ყველაფერი არ გამორიცხავს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას - როგორც აღმოჩნდა, ყველამ იცოდა, ბავშვზე რომ ძალადობდნენ. გასაგებია, რომ ამას, საბოლოოდ, გამოძიება დაადგენს, მაგრამ გარშემომყოფებმა ფაქტი დამალეს?  

- გეთანხმებით, პასუხისმგებლობა საზოგადოებაზე; სამწუხაროდ, ჩვენ ტრადიციების მიხედვით, შეჩვეულები ვართ ბავშვთა მიმართ ძალადობას და ეს სერიოზულად არ მიგვაჩნია. ნებისმიერ ზეწოლას შეიძლება ვერ გაუძლოს ბავშვმა და რისკჯგუფში მოხვდეს - ამის ცოდნა საზოგადოებას არ აქვს ისევე, როგორც არ იციან, ერთი შეხედვით მსუბუქ ძალადობას როგორ შეუძლია, დააზიანოს ბავშვი. ამით იმის თქმა მინდა, არ იციან, შეუტყობინებლობა სისხლის სამართლის კოდექსით რომ ისჯება. შეტყობინების ვალდებულება ფორმალურად გვაქვს გადატანილი, და ამას გარდა, პრობლემაა აღსრულებაც.

- ანუ შესაბამისი სტრუქტურები შეტყობინებაზე არ რეაგირებენ?

- მაგალითისთვის გეტყვით - როდესაც ვხედავთ, ბავშვს აქვს დალურჯება, როდის წარმოგვეშვება შეტყობინების ვალდებულება? ეს ვალდებულება, აუცილებლად წარმოგეშვებათ, თუ მუშაობთ ისეთ უწყებაში, რომელსაც, თავის მხრივ, ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება აკისრია.

ზოგადად, არ შეიძლება საზოგადოების ვალდებულებაზე მშრალად და ფორმალურად ვისაუბროთ, რადგან ამ დროს არსებობს სახელმწიფოს შემხვედრი ვალდებულებებიც. სახელმწიფო ხომ არ დაელოდა, საზოგადოება როდის მიხვდებოდა ბავშვთა ქორწინების საფრთხეებს, აწარმოეს საგანმანათლებლო კამპანია და ამიტომაც მოხდა საზოგადოების ცნობიერების სწრაფი ამაღლება.

- კანონით, შეუტყობინებლობა ხომ დანაშაულია?

- დიახ და ეს დამოკიდებულია, რა შედეგი დადგა - ნაკლებად მძიმე, მძიმე თუ განსაკუთრებით მძიმე? როდესაც ბავშვი ტირის, ვერ გავიგებთ, როგორი სახის დანაშაული შეიძლება დადგეს, მაგრამ თუ ყველაფერი აშკარაა, რა თქმა უნდა, ამისთვის სასჯელია შეუტყობინებლობის გამო. ესეც არავის აუხსნია საზოგადოებისთვის, ამიტომ როდესაც ვამბობთ - საზოგადოებას აქვს შეტყობინების ვალდებულება, მაშინ უნდა განვუმარტოთ დეტალები, თუნდაც ის, ჩამეთვლება თუ არა შეტყობინებად, ნაცნობ პოლიციელს ან ნაცობ სოცმუშაკს თუ ვეტყვი ან როდის შეიძლება გადავამოწმო, რეაგირება მოჰყვა თუ არა...  შეტყობინება ზოგადი ტერმინია, უამრავი შემადგენელი  ნაწილით, რომელთა  განხორციელებას სახელმწიფო არ უზრუნველყოფს.

- ანა, კონკრეტული მაგალითიდან რომ ამოვიდეთ, უნდა დადგეს თუ არა იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ბავშვზე ძალადობის შესახებ შესაბამის სამსახურებს არ შეატყობინა?

- რა გამოიკვეთება ძიებისას, არ ვიცით, ამიტომ თავს არ ვაძლევ უფლებას, ცალმხრივად შევაფასო მოვლენები, მაგრამ თუ გამოიკვეთება, რომ ისინი ინფორმირებულნი იყვნენ და არ შეატყობინეს შესაბამის სამსახურებს, ალბათ დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.

-   თქვენს პრაქტიკაში პრეცედენტი თუ გქონიათ, შეუტყობინებლობის გამო ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო?

- არ გამოვრიცხავ, ოდესმე მსგავსი პრეცედენტი დაფიქსირებულიყო, მაგრამ რაც ამ სფეროში ვმუშაობ, არ მახსოვს ასეთი ფაქტი; მეტსაც გეტყვით - არასოდეს დამდგარა რომელიმე მასწავლებლის, ექიმის, ან ფსიქოლოგის პასუხისმგებლობა ბავშვზე ძალადობის შეუტყობინებლობის გამო; ამას ვამბობ იმიტომ, რომ მივმართეთ, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს, ასევე სოციალურ სამსახურს და ყველამ ცალ-ცალე მოგვწერა, რომ არ იციან, ასეთ დროს ვინ უნდა დაწეროს ოქმი, სადაც გაიწერება  სამართალდარღვევა და ასევე ვინ შეუფარდებს სანქციას პირს, რომელმაც ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. არადა, გვქონდა ინფორმაცია, სკოლამ იცოდა და არ შეატყობინა ძალადობის შესახებ. მთელი ტრაგედია ისაა, რომ  შემთხვევა ვიცით, როდესაც ბავშვზე ძალადობენ და არამცთუ შეუტყობინებიათ, არამედ, ამის  შემდეგაც ვერ ვიცავთ.

- ფიქრობთ, კანონი უნდა გამკაცრდეს?

- კანონი მკაცრია, მაგრამ როდესაც ვატყობინებ სოციალურ მუშაკს ძალადობის შესახებ, მისი მხრიდან არ ხდება ადეკვატური რეაგირება; გვპასუხობენ, რომ არ აქვთ რესურსი. მაგალითად, ახლა გაერო-ში გვაქვს საქმე - ბავშვმა ბაღში მიიღო სხეულზე დაზიანებები, ვიცოდით, ვინ იყო სავარაუდო მოძალადე, ექსპერტიზაც ჩატარებულია, მაგრამ პოლიციამ ვერ დაადგინა, მოხდა თუ არა ძალადობა.

ამას ვჩივით სწორედ - შეუტყობინებლობა ერთი პრობლემაა, მაგრამ შეტყობინების შემდეგ რეაგირება - სხვა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება