სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ მივაჩვიოთ პირველკლასელი სასკოლო ცხოვრების სირთულეებს? - რჩევები მშობლებს
16-09-2020
-
+


ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკლასელები სწავლას ზოგან საკლასო ოთახებში, ზოგან კი დისტანციურად შეუდგნენ. მშობლებში კი მღელვარებამ მოიმატა. როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ სკოლაში მას ელოდება არა მხოლოდ ხალისი, არამედ ბევრი ამოცანა, პასუხისმგებლობა, სირთულეები და ადაპტაცია.

ბავშვებს სკოლასთან ადაპტაციის პერიოდი მშვიდად გადააქვთ, განსაკუთრებით თუ ამას ხელს უწყობს მიმღები გარემო, სკოლის მასწავლებელი. ამ ასაკის ბავშვის წამყვანი საქმიანობა - არის შემეცნებითი, ანუ თავად ბავშვი იღწვის ახლის შემეცნებისკენ, იგი გახსნილია ახალი ნაცნობობისა და ინფორმაციისთვის. ამიტომ ბავშვთან საუბარში ყურადღება გაამახვილეთ, თუ როგორი საინტერესოა სკოლაში, რომ შეძლებს ბევრი ახალის გაგებას მაგრამ, გარდა ამისა, მას გაუჩნდება პირველი „დიდური“ მოვალეობები: უნდა შეასრულოს საშინაო დავალებები და მოუსმინოს მასწავლებელს.

სკოლის მიმართ პოზიტიური განწყობის შესაქმნელად მნიშვნელოვანია მშობლის პოზიცია: თქვენ ყოველთვის მისი მხარე უნდა დაიჭიროთ.

კონფლიქტური სიტუაციის გაჩენისას კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვის უმალვე დადანაშაულება ან მისი გაკიცხვა, განსაკუთრებით მასწავლებლის თვალწინ. უნდა გაერკვეთ, რა მოხდა და ბავშვის თვალით შეხედოთ მომხდარს, ყური უგდოთ მის გრძნობებს. შესაძლოა, ის რაიმეზე ბრაზობს ან მასწავლებლის რაიმე მითითების შესრულება არ უნდა - მაშინ საჭიროა აუხსნათ, რომ თქვენ გესმით და მისი გრძნობები გულთან მიგაქვთ, მაგრამ სამწუხაროდ, მოცემულ სიტუაციაში სხვანაირად მოქცევა ღირს.

იმისთვის, რომ ბავშვი სწავლით არ გადავტვირთოთ, მნიშვნელოვანია ვასწავლოთ მნიშვნელოვნის და მეორეხარისხოვანის გარჩევა. მაგალითად, ვასწავლოთ, რომ დავალებები რომლებიც მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს პირველ რიგში შეასრულოს. ამასთან არ ღირს თითოეულ დავალებაზე ჩაკირკიტება და მისი იდეალამდე მიყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმეს მთელი მისი თავისუფალი დრო მოხმარდება და პირადი ინტერესებისთვის- თამაშისთვის, სპორტისთვის გართობისა და დასვენებისთვის მას უკვე რესურსი არ დარჩება.

დასაწყისშივე შეეცადეთ არ მოამზადოთ ბავშვის ნაცვლად საშინაო დავალება და ეს პროცესი ზედმეტად არ გააკონტროლოთ, არამედ მასზე მთელი პასუხისმგებლობა ბავშვს გადააბარეთ. 

ეს ჩამოუყალიბებს მას დამოუკიდებლობას და მომავალში სირთულეების არიდებაში დაეხმარება. ასევე პასუხისმგებლობის გადაბარება შესაძლოა გამოიხატოს ბავშვის მიერ საშინაო დავალების შესასრულებელი დროის შერჩევაში.

დაე თავად გადაწყვიტოს, როდის მიუჯდეს გაკვეთილებს, მაგრამ დაუწესეთ გარკვეული ჩარჩოები - მაგალითად, მან უნდა მოამზადოს საშინაო დავალება საღამოსთვის, მაგრამ მიეცით უფლება გადაწყვიტოს, თუ როდის შეასრულებს.

იხილეთ ასევე: როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის: ვუვითარებთ 5 საკვანძო უნარს

რა უნდა გადაამოწმოთ პირველკლასელის სკოლაში გაშვებამდე - რჩევები მშობლებს



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება