სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეგისტრაცია დღეს სრულდება - რისი ცოდნა მოეთხოვენათ სახელმწიფო ენის გამოცდაზე გამსვლელებს
01-12-2025
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა სახელმწიფო ენის გამოცდა (A1, A2, B1, B2 დონეები), რომელსაც ცენტრი პირველად 6-7 დეკემბერს ჩაატარებს
 
რეგისტრაცია 24 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე.
 
გაითვალისწინეთ, რომ:
  • რეგისტრაციისას ყველა ველის შევსება სავალდებულოა.
  • სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლების ატვირთვა.
  • განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში  ცენტრისაგან მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
 
რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.   
 
თუ გამოსაცდელს ესაჭიროება სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა,  მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში პირველი დეკემბრის 18:00 საათამდე. თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი   სამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას ვერ გაითვალისწინებს აპლიკანტის სპეციალურ საჭიროებებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა  აღნიშნული საჭიროება აპლიკანტს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვება. 
 
პირებს, რომლებიც ატვირთავენ არასრულყოფილ განაცხადს, უფლება აქვთ 2 დეკემბრის 18:00 საათამდე გაასწორონ რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზი. 
 
სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება. მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოცდა შეამოწმებს ოთხ კომპეტენციას: მოსმენას, კითხვას,  წერასა და  ლაპარაკს. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის ორი  ტესტირება ჩატარდება: პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, მეორე – B1 და B2 დონეებს. A1-A2 და B1-B2 დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს გამოსაცდელი. 
 
გამოცდის მიზანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერება და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოება. საგამოცდო ტესტზე მუშაობა მიმდინარეობდა რამდენიმე ეტაპად - დასაწყისში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიცადა ცალკეული კომპეტენციების შესამოწმებელი დავალებები (მოსმენა, წერა, კითხვა და ლაპარაკი), შემდეგ -  მიღებული შედეგების ფსიქომეტრული ანალიზისა და ექსპერტული შეფასების გათვალისწინებით შეიქმნა ტესტურ დავალებათა ბანკი და შემუშავდა საგამოცდო ტესტის ფორმატი. 
 
უსინათლო გამოსაცდელებისათვის გათვალისწინებული იქნება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.
 
სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გასცემს  სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.
 
2030 წლიდან A1, A2, B1 და B2 დონეებთან ერთად C1 და C2 დონეების განმსაზღვრელი გამოცდების ჩატარებაც იგეგმება.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„20 მარტიდან ჩვენი გვერდი აკონტროლეთ“ - NAEC ეროვნულებზე რეგისტრაციის შესახებ

შეხვედრა დირექტორებისთვის, დამრიგებლებისათვის, საგნის მასწავლებლებისა სპეციალისტებისთვის  გაიმართება - დეტალური ინფორმაცია

გამსვლელი ქულები საგამოცდო საგნების მიხედვით ცნობილია

საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ რუსული ენის მასწავლებელი​ ინგა ციმაკურიძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა გრძელიძე პასუხობს

„სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც საინტერესოდ გასწავლიან, თავისუფალ, თბილ და სიყვარულით გარემოცულ გარემოში“ 

სკოლები
საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება