სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამედიცინო უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს ვეღარ მიიღებს - „უცხოელები მიიღონ კერძო უმაღლესებმა“ 
26-11-2025
-
+


სამედიცინო უნივერსიტეტმა ქვეყანას ქართველი ექიმები უნდა აღუზარდოს, უცხოელები კი კერძოებმა მიიღონ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისი განმარტებით, დღეს უნივერსიტეტები ჭარბად იღებენ უცხოელ სტუდენტებს და ეს, პირველ რიგში, სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა.

„აქ ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი აკეთოს კერძო სექტორმა, ხოლო სახელმწიფო სექტორმა უზრუნველყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება.

მიგვაჩნია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტი დაკავებული უნდა იყოს ქართველი სტუდენტების მომზადებით, მომავალი ექიმების მომზადებით... ჩვენი სამედიცინო სისტემისთვის, დღეს 50/50-ზეა გადანაწილებული ქართველი და უცხოელი სტუდენტების წილი, შესაბამისად სახელმწიფოს მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურის ნახევარი ეთმობა უცხოელ სტუდენტებს და ეს ინფრასტრუქტურა აკლდება პოტენციურ მომავალ ქართველ ექიმებს.

ამიტომ უნდა დაინერგოს პრინციპი - უცხოელი სტუდენტები მიიღონ კერძო უნივერსიტეტებმა! რა თქმა უნდა, ეს დიდი დანაკლისი იქნება სამედიცინო უნივერსიტეტისთვის... დაახლოებით 80 მილიონი იქნება დანაკლისი, საიდანაც 5 მილიონს დაიკომპენსირებს, თუმცა ქვეყანაში დარჩება ეს ფული, რომელიც გადანაწილდება კერძო უნივერსიტეტებზე. რა თქმა უნდა, რაც დანაკლისი და რაც დასაკომპენსირებელი ექნება, ჩვენ უნდა დავაკომპენსიროთ, მთავარია, მაქსიმუმამდე გაიზარდოს სამედიცინო უნივერსიტეტში განათლების დონე და მაქსიმალურად მოემსახუროს ეს უნივერსიტეტი სწორედ ქართველ სტუდენტებს“, - განაცხადა კობახიძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება