| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

16 სექტემბერს სასწავლო წელი დაიწყება. სასკოლო ცხოვრება, საშინაო დავალებები, ახალი მეგობრები, მასწავლებლები, ღონისძიებები - ყველაფერი ეს სულ მალე თქვენი და თქვენი შვილის ცხოვრების ნაწილი გახდება.
იმისთვის რომ ცხოვრების ეს ნაწილი თქვენი შვილისთვის უფრო სასიამოვნო და პოზიტიური იყოს, გთავაზობთ რჩევებს თუ რა უნდა გადაამოწმოთ პირველკლასელის სკოლაში გაშვებამდე.
მომავალ მოსწავლესთან ითამაშეთ თამაში - „ჩაალაგე ჩანთა“. მაგიდაზე სასკოლო და არასასკოლო ნივთები დაალაგეთ, ბავშვს კი სთხოვეთ ზურგჩანთაში ყველაფერი ლამაზად და სწორად (ის რაც სჭირდება) ჩაალაგოს. ასევე შეგიძლიათ ეთამაშოთ - „გამოიცანი, რისი გაკვეთილია“. სთხოვეთ ზურგჩანთიდან ამოიღოს მხოლოდ ის, რაც კონკრეტული საგნისთვის არის განკუთვნილი.
გაიარეთ გაცნობის რეპეტიცია
მშობლები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, იცის თუ არა ბავშვმა ურთიერთობა, გაცნობა, თანატოლთან პირველი მისვლა და თამაშის შეთავაზებაზე თავაზიანი პასუხი. შემატეთ თქვენს პირველკლასელს თავდაჯერებულობა, ითამაშეთ მასთან „ნაცნობობა“, ასწავლეთ ფრაზები, გაითამაშეთ სხვადასხვა სცენარები, აუხსენით, რომ შესაძლოა სხვა ბავშვსაც რცხვენია და განიცდის. ღიმილი და სიტყვების მარაგი თავის საქმეს გააკეთებს.
გადაამოწმეთ ბავშვის მახსოვრობა
მას უნდა ახსოვდეს მშობლების სახელები და გვარები, საკუთარი მისამართი, დაბადების თარიღი და საკუთარი კლასის ნომერი. გაითამაშეთ სცენები - „ჰკითხე მასწავლებელს!“, „დავიკარგე“ „ხომ ვერ მეტყვით“. სკოლის პირველი დღეებში ბავშვისთვის ინფორმაცია ძალიან ბევრია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი არ დაიკარგოს, ყოველთვის შეეძლოს დასახმარებლად მასწავლებელს ან სხვა ზრდასრულს მიმართოს.
შეამოწმეთ იცის თუ არა ბავშვმა უფროსების მოსმენა
თუ ბავშვს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არ უვლია ზედმეტი არ იქნება თუ გადაამოწმებთ იცის თუ არა უფროსების მოსმენა. რეაგირებს თუ არა სხვა ზრდასრული ადამიანების თხოვნაზე, იცის თუ არა რა არის გაკვეთილი და შესვენება.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას