| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„უახლოეს დღეებში გავწერთ კრიტერიუმებს სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, იყოს ეროვნული სიმბოლიკის გარკვეული ელემენტებით... შეიძლება, მუნიციპალიტეტთან ან ქალაქთან დაკავშირებული სიმბოლიკაც იყოს...“ - განათლების მინისტრმა სატელევიზიო ეთერში სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და ისიც დასძინა, რომ სკოლებს 3-5 ვარიანტს შესთავაზებენ ასარჩევად, შემდეგ კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ტენდერი უნდა გამოაცხადონ მოსწავლეთათვის ფორმების შეკერვაზე, თუმცა მშობელსაც შეუძლია შეაკერინოს ვინმეს.
„როდესაც ჩამოვაყალიბებთ კონკრეტულ კრიტერიუმებს, გამოვაცხადებთ კონკურსს; ვაპირებთ, წარმოდგენილი ნამუშევრები საყოველთაო განხილვაზე გავიტანოთ საზოგადოებაში. შემდეგ თითოეულ სკოლას მიეცემა საშუალება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი დიზაინის ფორმა შეარჩიოს და შეაკერინოს... სავალდებულო კი ფორმა გახდება 2026-2027 სასწავლო წლიდან“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, მოსწავლეები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სასკოლო ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ, დანარჩენ შემთხვევებში კი მშობლები შეიძენენ.
„ჩვენ დაახლოებით გავიანგარიშეთ, ერთი კომპლექტი რა დაჯდება და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, ის ოჯახები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროში აღრიცხულები არიან სოციალური სამსახურების მიერ, ამ ოჯახების მოსწავლეები ფორმის კომპლექტს მიიღებენ უსასყიდლოდ სახელმწიფოსგან. რაც შეეხება დანარჩენს, ეს უკვე კონკრეტული სკოლების მიერ უნდა მოხდეს გატენდერება. და შესაძლებელია, რომ ინდივიდუალურად მშობელმა იზრუნოს და შეაკერინოს, ან იყვნენ შესაბამისი კომპანიები.
უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ კონკურსს, რომ გაზაფხულის დასაწყისისთვის, საზოგადოების ჩართულობით, გვქონდეს ფორმის რამდენიმე ნიმუში შერჩეული, რომ სკოლებს უკვე შეეძლოთ შერჩევა.
ეს არის სატესტო რეჟიმი. გვაინტერესებს პროცესები როგორ განვითარდება“, - დასძინა მინისტრმა.
ინფორმაციისთვის კი გეტყვით, რომ მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე - პირველ-მეექვსე კლასებში 300 ათას მოსწავლემდე ირიცხებოდა, ასე რომ, ახალი 2026-2027 სასწავლო წლისთვის, დაახლოებით ამდენივე სასკოლო ფორმა უნდა შეიკეროს.
იხილეთ ასევე:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას