სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდესაც მასწავლებელი ზედმეტად თვითკრიტიკულია - დადებითი და უარყოფითი მხარეები
24-11-2025
-
+


მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, თუმცა საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროფესიაა. პედაგოგები მუდმივად განვითარებასა და წინსვლისკენ უნდა მიისწრაფვოდნენ. ისინი მომავალ თაობებს უზიარებენ ცოდნას და მათ ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. თუმცა, როდესაც ადამიანებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უფრო მეტად თვითკრიტიკულები ხდებიან. მათ შორის არიან პედაგოგებიც. ზოგიერთი მათგანი მიუხედავად უზღვავი შესაძლებლობებისა და ცოდნისა, მაინც შესაძლოა გრძნობდეს დაბალ თვითშეფასებას და ზემდეტად კრიტიკული იყოს საკუთარი თავის მიმართ. 

თუ მასწავლებელი ზედმეტად თვითკრიტიკულია, ამას შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. თვითკრიტიკა შეიძლება გამოიხატებოდეს მის საქმიანობასა და ქმედებებში მუდმივად ეჭვის შეტანით. 

საინტერესოა, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს ამას? - მონაცემთა შესწავლის შედეგად, მეცნიერებმა არგუმენტირებული კვლევა წარმოადგინეს:

მასწავლებელი შეიძლება მუდმივად ცდილობდეს საკუთარ ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე მუშაობას, რათა უფრო უკეთესი გახდეს. ეს ხელს უწყობს პროფესიონალურ განვითარებას.

თვითკრიტიკამ შეიძლება გააძლიეროს მასწავლებლის პასუხისმგებლობა და მოტივაცია, რათა უფრო ეფექტურად ასწავლოს და უკეთეს შედეგებს მიაღწიოს.

უარყოფითი მხარეები:

ზედმეტმა თვითკრიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს მასწავლებლის ემოციური გადაღლილობა, დისკომფორტი, რადგან მუდმივად ეჭვი ეპარება საკუთარ თავში.

როდესაც მასწავლებელი მუდმივად ფოკუსირებულია საკუთარ შეცდომებზე, ამან შეიძლება შეაფერხოს მისი საქმიანობა და მოტივაცია. ასევე ცუდად აისახება როგორც მის ჯანმრთელობაზე, ასევე სწავლებაზე.

საინტერესოა, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ზედმეტი თვითკრიტიკულობა დაძლიონ?

რეფლექსია და თვითშეფასება – მასწავლებელმა უნდა გაიგოს, როდის შეიძლება მისი კრიტიკა რეალური იყოს და როდის არარეალური.

პოზიტიური ძალისხმევის აღიარება – მნიშვნელოვანი იქნება, რომ მასწავლებელმა გააცნობიეროს საკუთარი წარმატებები, ისევე როგორც შეცდომები.

დახმარების ძიება – მასწავლებელმა შეიძლება მიმართოს კოლეგებს ან ფსიქოლოგს, რათა განიხილოს საკუთარი პროფესიული გადატვირთვა და სტრესი.

გააანალიზოს მოვლენები - თავისი საქმიანობის გააანალიზებით იგი უფრო წარმატებული და ბედნიერი გახდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება