სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

 ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახურმა ფსიქოლოგების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა
03-12-2025
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ფსიქოლოგების შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:

ქ. თბილისი - 4 ვაკანსია;

კახეთის ცენტრი: 

ქ. ლაგოდეხი - 1 ვაკანსია;

აჭარისა და გურიის ცენტრი

ქ. ქობულეთი - 1 ვაკანსია;

ქ. ოზურგეთი - 1 ვაკანსია;

სამცხე-ჯავახეთის ცენტრი:

ქ. ახალციხე - 1 ვაკანსია.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან ერთად (ფსიქოლოგიის მიმართულებით) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი); 
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველი);საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook)

შრომის ანაზღაურება: 2336 ლარი

ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.geგამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

  • სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ები)ი;
  • სპეციალობით არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთების წარდგენა:

  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული  დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr1@mandaturi.gov.ge
  • დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
  • კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს 2025 წლის 26 ნოემბრიდან 2025 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით;
  • კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს  სახელი და გვარი (ქართული შრიფტით) და შესაბამისი მუნიციპალიტეტის/ქალაქის დასახელება (სადაც გამოცხადებულია ვაკანსია);
  • განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა

იხილეთ დამატებითი დეტალები აქ


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება