სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის: ვუვითარებთ 5 საკვანძო უნარს
06-09-2020
-
+


ბევრი მშობლის აზრის საწინააღმდეგოდ კითხვა და ანგარიში - ყველაზე მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის, რაც ბავშვმა სკოლაში უნდა იცოდეს.

გაცილებით უკეთესია, თუ მომავალ პირველკლასელს ეცოდინება, როგორ მოემზადოს სკოლისთვის, რით დაკავდეს შესვენებაზე და არ დაკარგოს ნივთები.

გთავაზობთ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმაროთ სკოლამდელი ასაკის ბავშვს აითვისოს და განივითაროს ყოველდღიური უნარები, იმისთვის, რომ მარტივად ადაპტირდეს სკოლაში.

ზოგიერთი უნარს ბავშვი დამოუკიდებლად შეიძენს, სხვების ასათვისებლად კი ზრდასრულების დახმარება დასჭირდება. იმისთვის რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვს რაღაც ახალი ასწავლოთ, მას თავდაპირველად ამ საქმისადმი ინტერესი უნდა აღუძრათ, მაგალითი აჩვენოთ. შემდეგ კი დააკვირდეთ, არ ჩაერიოთ და ამით უფლება მისცეთ პირველი შეცდომები დაუშვას.

ნებისმიერი უნარის ათვისება ეფექტურად ჩაივლის, თუ მშობლები ბავშვის ასაკობრივ მახასიათებლებს გაითვალისწინებენ:

  • თამაში - 5-7 წლის ბავშვებში ძირითადი საქმიანობაა, ამიტომ უკეთესია სასარგებლო ინფორმაცია მომავალ პირველკლასელამდე მისი საშუალებით მივიტანოთ. 
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უპირატესად წარმოსახვითი ტიპის აზროვნება აქვთ, რაც ნიშნავს, რომ სწავლებისთვის საჭიროა სურათების, ჟესტების, ხმების, ემოციების და აქტივობების გამოყენება.
სკოლისთვის მომზადება - მრავალმხრივი პროცესია, რომელიც ბავშვის შესაძლებლობების შეფასებას და სოციალური, საყოფაცხოვრებო და სასწავლო უნარების სწავლებას მოითხოვს.

რა უნდა იცოდეს მომავალმა პირველკლასელმა?

სკოლისთვის მომზადება

ზურგჩანთაში აუცილებელი საკანცელარიო ნივთების ჩალაგება და ტანსაცმლის ჩაცმა - ეს არის უნარები, რომელიც 6-7 წლის ბავშვს სრულიად ხელეწიფება. ეს უნარი პირველკლასელს სკოლაში დროს ეკონომიაში დაეხმარება, რადგან ზუსტად ეცოდინება სკოლის ჩანთაში ნივთების ადგილმდებარეობა და კონკრეტული გაკვეთილისთვის სწრაფად შეძლებს ყველაფრის სწრაფად მოძებნას.

როგორ ვასწავლოთ: სთხოვეთ ვაჟს ან ქალიშვილს საყვარელი მულტფილმის გმირის დახატვა ზურგჩანთით და უთხარით, რომ არ იცის რა წაიღოს თან სკოლაში.

დაე ბავშვმა დახატოს გმირის გარშემო აუცილებელი სკოლის ნივთები. შემდეგ განიხილეთ, რა აკლია დაა დაასრულეთ ნახატი.

გამოიყენეთ ეს ნახატი როგორც თვალსაჩინოება და კედელზე გააკარით.

გაკვეთილზე მშვიდად ჯდომა

ყურადღების ხანგრძლივად კონცენტრირების უნარი ვითარდება 7-8 წლისთვის. ამიტომ, არ ღირს 5-6 წლის ბავშვს შეუძლებელი მოსთხოვოთ, ამიტომ მერხთან მშვიდან ჯდომა შედარებით გვიან, სკოლაში შეყვანის წინ განუვითარეთ.

როგორ ვასწავლოთ: ორგანიზება გაუკეთეთ დავალებებს და თამაშებს, რომელთა შესასრულებლად საჭიროა ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა.

მასწავლებლის მოსმენა და ჯგუფში მუშაობა

მასწავლებელი აძლევს დავალებას და ხსნის მასალას ერთდროულად ყველა მოსწავლისთვის. ამიტომ ბავშვმა უნდა ისწავლოს მითითებების გაგება და უნდა იცოდეს როდის არის მიზანშეწონილი კითხვების დასმა.

როგორ ვასწავლოთ: აუცილებელია ბავშვთან წინასწარ განიხილოთ სკოლაში ქცევის წესები და როლური თამაშების დახმარებით, მასწავლებლის და მოსწავლის როლი აუხსნათ. 

დასვენების სწორად გამოყენება

სამწუხაროა თუ ხანგრძლივი სადილობის გამო მოსწავლეს გაკვეთილზე დააგვიანდება, ამიტომ უკეთესია წინასწარ ასწავლოთ დასვენების დროის სწორად გამოყენება. 

საკუთარი ნივთების მოფრთხილება

ნივთების დაკარგვისგან თავის სრულად არიდება შეუძლებელია, ამიტომ კალმები, ფანქრები და ფურცლები უკეთესია მოიმარაგოთ. მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად უკეთესია მოსწავლეს ყურადღებიანობა განუვითაროთ. 

იხილეთ ასევე: რა უნდა გადაამოწმოთ პირველკლასელის სკოლაში გაშვებამდე - რჩევები მშობლებს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება