სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მეთორმეტეკლასელების საყურადღებოდ - იურიდიულ ფაკულტეტზე მიღებას მხოლოდ ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოაცხადებს
03-12-2025
-
+


„იურიდიული ფაკულტეტი როდესაც დღეს გვაქვს ხუთიდან ოთხ სახელმწიფო უნივერსიტეტში, იქნება მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში. ცვლილებები შეეხება 3+1+1 მოდელსაც“,- აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა.

„პირველადი კონცეფცია ეხება პრინციპს - ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ამ შემთხვევაში ორ ძირითად ქალაქზე არის საუბარი, თბილისსა და ქუთაისზე, სადაც ჰაბები ჩამოყალიბდება. ყველა ფაკულტეტი იქნება უზრუნველყოფილი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფუნქციონირებს ამ ორ ქალაქში. ოღონდ იმ გადანაწილებით, რომ, მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი როდესაც დღეს გვაქვს ხუთიდან ოთხ სახელმწიფო უნივერსიტეტში, იქნება მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში.

ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ წელიწადს პირველკურსელების მიღება იურიდიულ ფაკულტეტზე მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება გამოცხადებული. იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეროგატივა იყო და დიდი ალბათობით იქ იქნება. იმ სტუდენტებს, რომლებიც დღეს უკვე სწავლობენ სამ დანარჩენ უნივერსიტეტში ამ ფაკულტეტზე, შეეძლებათ დაასრულონ სწავლა თავისივე უნივერსიტეტში. თუმცა ამავდროულად შევთავაზებთ კონკურსის გარეშე მობილობის შესაძლებლობას, რომ მათი სურვილის შემთხვევაში გადაინაცვლონ იმ უნივერსიტეტში, სადაც გაგრძელდება ტრადიციულად იმ ფაკულტეტზე მიღება.

ასევე შეეხება ცვლილებები 3+1+1 მოდელს. ეს საკითხები ახლავე უნდა დაიძრას და შემდეგი წლიდან უკვე აქტუალური უნდა გახდეს და ის ახალგაზრდები, რომლებიც პირველ კურსზე ჩაირიცხებიან, მათ უკვე აღარ ექნებათ საგრანტო დაფინანსება, იმიტომ, რომ სასწავლო პროცესი მათთვის ფაქტობრივად უფასო იქნება“, - განმარტა მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პოლოს ტიპის მაისური, როლინგი... - კიდევ რა შეგიძლიათ ჩააცვათ ბავშვს პიჯაკის ქვეშ და რა გამონაკლისები დაიშვება ფორმებზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება