| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ხდება - შესაბამისი ცვლილებები „პოლიციის შესახებ“ კანონში შედის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკადემია სამართლებრივი და პროფესიული კომპეტენციების მქონე პოლიციის კადრების მომზადების მიზნით, განახორციელებს საპოლიციო უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს.
ასევე განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი და პირობები. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, დასახელებულ პროგრამაზე მიიღება პირი, რომელიც დააკმაყოფილებს პოლიციაში სამუშაოდ მიღებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაივლის შემოწმებას და წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი იქნება – ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება, აგრეთვე სავალდებულო სპეციალური სასწავლო საგნები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის შესწავლისთვის, აღნიშნული მიზნით კი პოლიციის აკადემია უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლოებაზე სტუდენტის დაშვებას. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, ხოლო კურსდამთავრებულს საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი.
პროექტის მიხედვით, პოლიციის აკადემიაში სწავლის პერიოდი სტუდენტს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება. მთავრობის განმარტებით, სტუდენტთა მიღება პოლიციის აკადემიაში დაგეგმილია 2027 წლის სექტემბრიდან. მათი ცნობით, პოლიციის აკადემიაში მიღებული იქნება 44 სტუდენტი, რომლებიც სწავლის საფასურს არ გადაიხდიან და უზრუნველყოფილნი იქნებიან სწავლისთვის საჭირო ინვენტარით, მასალით, კვებით, შესაბამისი უნიფორმით, წახალისების საშუალებებითა და სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით, ასევე, სწავლის პერიოდში სტუდენტი, შესაძლებელია, უზრუნველყოფილი იყოს საერთო საცხოვრებლით.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას