| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

25-26 ნოემბერს „ეტალონის“ ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა გაიმართა. ოლიმპიადა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გამოსცადონ შესაძლებლობები და ისწავლონ დროის ეფექტური მართვა.
არაფორმალური განათლების პროექტების ფლაგმანი „ეტალონის“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ოლიმპიადები ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადით 18-19 ნოემბერს. ოლიმპიადები ონლაინ რეჟიმში izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით იმართება.
ოლიმპიადაში, მთელი საქართველოდან, დიდი მონდომებითა და ინტერესით არიან ჩართულნი პატარა თუ დიდი, კერძო თუ საჯარო, ქალაქისა თუ სოფლის სკოლების მოსწავლეები. თითოეულ მათგანს ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას !
ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დასრულების შემდგომ თითოეულ კლასში გამოვლინდნენ საუკეთესო შედეგის მქონე აბსოლუტური ჩემპიონები. ისინი სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ასევე, კლასების შესაბამისად გამოვლინდნენ მოსწავლეთა მაღალქულიანი ათეულები. მათი წარმატების დიპლომები იხილეთ: ბმული1 და ბმული2
მონაწილე მოსწავლეთა ნაწილის წარმატების სიგელები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
აღსანიშნავია, რომ გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები:
· განათლების და მეცნიერების სამინისტროში
· სკოლაში
საგნობრივ ოლიმპიადაზე რეგისტრაცია კი გრძელდება შემდეგ საგნებში:
› ინგლისური ენის ოლიმპიადა (2-3 დეკემბერი)
› მათემატიკის ოლიმპიადა (9-10 დეკემბერი)
ტესტის დასრულებისთანავე ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე
„ეტალონი“ ურყევად აგრძელებს, საგანმანათლებლო პროექტებით, მომავალი თაობების განათლების და ინტელექტის სადარაჯოზე ყოფნას !
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ