სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„როდესაც ვხედავ, მოსწავლე მოტივირებულია ვგრძნობ, სკოლა სწორ გზაზეა“ - პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა მუზაშვილი
17-11-2025
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში დირექტორი შორენა მუზაშვილი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო გარემოს, სადაც თითოეული მოსწავლე თავს გრძნობს დაცულად და დაფასებულად, სადაც სასწავლო პროცესი შემოქმედებითია და საგნობრივ ცოდნასთან ერთად პიროვნულ ზრდას გულისხმობს. ბავშვებმა იციან, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, მათი ინტერესები კი გათვალისწინებული. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვბს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა მუზაშვილი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო, სიყვარულით გაჯერებული, სადაც თითოეული ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, აქვს განცდა, რომ ის ამ დიდი ოჯახის მნიშვნელოვანი ნაწილია.  

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენად განვითარებული, ბედნიერები და მოტივირებულები არიან მოსწავლეები. როცა სკოლა ბავშვების საჭიროებებს ითვალისწინებს და მათ საშუალებას აძლევს საკუთარი შესაძლებლობები იპოვონ და განახორციელონ, როცა სწავლა მათთვის ბუნებრივი და საინტერესო პროცესია. ეს ჩვენი ნამდვილი წარმატებაა. 

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- ერთმანეთის მხარდაჭერა ზრდის გუნდურ სულისკვეთებას, გაძლევს თავდაჯერებულობას და უზრუნველყოფს გარემოს, სადაც ყველა თანამშრომელი თუ სასკოლო საზოგადოების წევრი თავს უსაფრთხოდ და ფასეულად გრძნობს.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

-მოსწავლეების განვითარება, მათი წარმატებები, ინტერესები და  გრძნობები.  ჯანსაღი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული  ურთიერთობები მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს  შორის,  როცა სკოლაში მოგიხარია და იცი დაგხვდება სიყვარული, ბავშვების გულწრფელი ღიმილი, რომელიც  ყველას ერთ დიდ, მეგობრულ  ოჯახად გვაერთიანებს.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია..

- ვგრძნობ, რომ ჩვენი სკოლა სწორ გზაზეა, რადგან თითოეული პატარა წარმატება არის მაჩვენებელი იმისა, რომ ბავშვები სწავლობენ, იზრდებიან და თავდაჯერებულნი ხდებიან. ეს ის მომენტია როცა ხვდები, რომ შენმა საქმიანობამ ნაყოფი გამოიღო და გინდა კიდევ უფრო ბევრი გააკეთო მათთვის.

- რთულ სიტუაციაში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- სწორ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობას, იყო მზად ყველას მოუსმინო და თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყო.  ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ სკოლა სუფთა ღირებულებებზე დგას, სადაც მოსწავლე, თანამშრომელი და  მშობელი ფასეულია.

- მომავალში ვისურვებდი, რომ...

- ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც თითოეული მოსწავლე თავს იგრძნობს დაცულად, სადაც სწავლა საინტერესოა,  იდეები თავისუფალ,  აქვს  შესაძლებლობა განვითარების და იმედი  მხარდაჭერის.

ბოლოსთვის დავამატებ, რომ  ჩვენი სკოლა არის ადგილი, სადაც თითოეული მოსწავლე თავს დაცულად და დაფასებულად გრძნობს; სადაც სწავლა არის კრეატიული, საინტერესო და პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული. ბავშვები გრძნობენ, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია,  შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი იდეები და მიიღონ მხარდაჭერა, როგორც თანაკლასელებისგან, ისე მასწავლებლებისგან. ეს არის სივრცე, სადაც თითოეული წარმატება — პატარა თუ დიდი — აღიარებულია და თითოეული შეცდომა ხდება გამოცდილება, რომელიც ზრდის, აცნობს საკუთარ შესაძლებლობებს და აძლევს ძალას ახალი გამოწვევებისთვის.  ყველა თანამშრომელი, თითოეული მოსწავლე და მშობელი ერთიანად ქმნის პოზიტიურ გარემოს, აქ ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია.  რადგან სწორედ ურთიერთგაგება, სიყვარული და თანადგომა ქმნის ნამდვილა  წარმატებულ სკოლას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ქართულ-ოსურ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ

სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლა

ფოთის N7 საჯარო სკოლა პროფესიულ ინტეგრირებულ პროგრამაზე ახალ ნაკადს იღებს

„შევქმნათ უკეთესი საგანმანათლებლო გარემო ჩვენი მოსწავლეებისთვის!“

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება