სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საპენსიო ასაკს მიღწეულ პედაგოგებს საზღვაგარეთის ქვეყნებიდან მოვიზიდავთ“... 
29-11-2025
-
+


სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს - პრინციპულად მნიშვნელოვანია, შეიქმნას სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი, რომელთაც სათანადო სამუშაო პირობები და მაღალი ანაზღაურება ექნებათ, - განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის თქმით, ოპტიმიზაციის პირობებში შესაძლებელი იქნება, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორის ანაზღაურება 10 ათასს ლარს აღემატებოდეს, თუმცა დარჩებიან არასრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებიც, რომელთა ანაზღაურება სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებთან შედარებით ბევრად ნაკლები იქნება.

„სათანადო პირობები შექმნილი არ არის. შრომის ანაზღაურება საკმაოდ დაბალია. ისეთ პირობებში, როდესაც სრული პროფესორის ხელფასი, კატეგორიების მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2-3 ათასი ლარია, რთულია კვალიფიციური ეკონომისტი, იურისტი და ნებისმიერი სხვა მიმართულების წარმომადგენელი დააინტერესო, რომ უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე იმუშაოს. ამიტომ ხშირად ხდება როდესაც ადამიანები მუშაობენ სხვაგან და შეთავსებით - აკადემიურ სფეროში. ასეთ პირობებში სისტემა ვერ ვითარდება და ერთ ადგილზე დგას.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს - პრინციპულად მნიშვნელოვანია, შეიქმნას სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი. სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის ანაზღაურება ხელზე 10 ათას ლარს უნდა აღემატებოდეს. სავსებით შესაძლებელია, ასეთ ხელფასზე გავიდეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძემ ასევე დასძინა, რომ იმ მიმართულებებზე, სადაც კადრების დეფიციტია, განათლების სამინისტრო უცხოელ, „საპენსიო ასაკს მიღწეულ პედაგოგებს მოიზიდავს“:

„ასევე იქნება არაერთი მიმართულება, სადაც გვაქვს კადრების დეფიციტი და განათლების სამინისტრო აქტიურად იმუშავებს, რომ შევძლოთ კვალიფიციური კადრების მოზიდვა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან... მათ შორის საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები, რომლებსაც აქვთ რესურსი, ლექციები წაიკითხონ, იმუშაონ 7-8-10 წლის განმავლობაში... ჩვენ ვფიქრობთ, რომ დეფიციტურ მიმართულებებზე საჭირო იქნება უცხოელი პედაგოგების მოზიდვა, რაზეც აქტიურად ვიმუშავებთ“.

 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

თანხის გადახდის ბოლო ვადა აპლიკანტებს დღეს, 5 ივნისის 18:00 საათამდე აქვთ - დეტალური ინფორმაცია

სკოლეში გამოცდები 24 ივნისამდე ჩატარდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება