| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N200 საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლება მიმდინარეობს სსსმ/სსმ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებეზე, შესაძლებლობებსა და ინტერესებზე დაყრდნობით.
სკოლაში, სადაც მხოლოდ სსსმ/სსმ ბავშვები სწავლობენ, დირექტორი ელდარ არაბული, პედაგოგებთან ერთად, იღწვის მნიშვნელოვანი მიზნისკენ - მოსწავლეთა საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცისკენ.
დირექტორისთვის სკოლაში ყველაზე ფასეულია, სსსმ ბავშვების მეტი სოციალიზაცია, მათი ზოგადი უნარების გაუმჯობესება, მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლება, სააღმზრდელო და სასწავლო პროცესით კმაყოფილი მოსწავლე და მშობელი.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N200 საჯარო სკოლის დირექტორი ელდარ არაბული პასუხობს.
- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...
- უსაფრთხო გარემო, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც ექნებათ თვითგამოხატვის, საკუთარი უნარების განვითარების შესაძლებლობა. მათზე (სსსმ მოსწავლეები) მორგებული კომუნიკაციის ფორმები როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური.
-სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...
-სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე სკოლის მიზანია ბავშვებს მიაწოდოს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე გათვლილი სასწავლო პროგრამა ისგ, წარმატებას უზრუნველყოფს კვალიფიკაციური კადრი, რომელიც მუდმივად მუშაობს თითოეულ ბავშვში არსებული პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების მიმართულებით და მიღებული შედეგებით კმაყოფილი მშობელი და საზოგადოება.
-კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...
-მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელია საერთო მიზნის მიღწევა, სსსმ მოსწავლის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია.
- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...
-სსსმ ბავშვების მეტი სოციალიზაცია, მათი ზოგადი უნარების გაუმჯობესება, მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლება, სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის მომსახურებით კმაყოფილი მოსწავლე და მშობელი.
-როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ...
-მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი მათ განვითარებას, თითოეული მოსწავლის ინტერესის გათვალისწინებით, ამისათვის ვიყენებთ სხვადასხვა სახის სერვისებს, თერაპიულ და წრეობრვ მომსახურებას.
- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...
-მაქსიმალურ კომუნიკაციას მშობელთან და პედაგოგთან, რაც რთული სიტუაციიდან გამოსვლის მთავარ მიმართულებად მიმაჩნია.
- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...
-ჩვენ სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მიზნით ჩარიცხული ბავშვები მიიღებენ ინდივიდუალური და ფიზიკური განვითარების მაქსიმალურ შედეგს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს