სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, კონკურსი

ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო
02-12-2025
-
+


წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის, „ეტალონის“ და izrune.ge-ს შემოდგომის სეზონის ოლიმპიადა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ინგლისური ენით გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება და შედგება უცხოური ენების ფლობის საერთო ევროპული კომპეტენციების ფარგლებში აღიარებული 5 დონისგან:
1 - A1 Level (Beginner) - დამწყები 
2 - A2 Level (Elementary) - ენის საბაზისო ცოდნა
3 - B1 Level (Intermediate) - საშუალო დონე
4 - B2 Level (Upper-Intermediate) - საშუალოზე მაღალი დონე
5 - C1 Level (Advanced) - მაღალი დონე

ტესტის დაწყებამდე, მოსწავლე თავად არჩევს ერთი სასურველი დონეს. 

ინგლისური ენის ოლიმპიადა 2 და 3 დეკემბერს იმართება, მასში ჩართვა მე-2-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ.

ტესტის დასრულებისთანავე ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს.

თითოეულ კლასში და თითოეულ საგანში გამოვლინდება ჩემპიონთა ათეული, რომლებიც მიიღებენ სპეციალურ სახელობით დიპლომებს. 

პირველი ადგილის მფლობელებს მიენიჭებათ აბსოლუტური ჩემპიონების ტიტულები.  

გამორჩეული ათეულის შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები:

·      განათლების და მეცნიერების სამინისტროში

·      სკოლაში

ოლიმპიადებზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია:

› დასრულებულია: ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა (18-19 ნოემბერი)

› დასრულებულია: ინგლისური ენის ოლიმპიადა (2-3 დეკემბერი)

› მათემატიკის ოლიმპიადა (9-10 დეკემბერი)

 

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება