| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია დაამტკიცა.პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონცეფცია მოიცავს რეფორმის ყველა აუცილებელ კომპონენტს და მათ შორისაა - ინსტიტუციური ოპტიმიზაცია, საკადრო პოლიტიკის დახვეწა, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოების განვითარება, სწავლებისა და კვლევების ინტეგრაცია, უმაღლესი განათლების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება.
„საპენსიო ასაკს მიღწეულ პედაგოგებს საზღვაგარეთის ქვეყნებიდან მოვიზიდავთ“...
„არასრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების ხელფასი ბევრად ნაკლები იქნება...“ - პრემიერის განმარტებები
სამედიცინო უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს ვეღარ მიიღებს - „უცხოელები მიიღონ კერძო უმაღლესებმა“
კონცეფციის 7 მიმართულება
1. უმაღლესი განათლების სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაცია. უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციის უზრუნველსაყოფად, უნდა შეიქმნას ქვეყნის მეორე მთავარი საუნივერსიტეტო კერა ქალაქ ქუთაისში. თბილისში მოქმედი უნივერსიტეტების ახალი ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ დედაქალაქის განტვირთვას და ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი. თბილისისა და ქუთაისის უნივერსიტეტებმა უნდა მოიცვას საუნივერსიტეტო განათლების ყველა ძირითადი მიმართულება - ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ეკონომიკა, სამართალი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, უცხო ენები, პედაგოგიკა, მედიცინა. ორივე ქალაქში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თანაბარი ხარისხის საუნივერსიტეტო განათლება სტუდენტებისთვის ყველა მიმართულებით. ამავდროულად, უნდა გაძლიერდეს რეგიონებში მოქმედი ხუთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაძლებლობები, მათ შორის მათი ინფრასტრუქტურა. ბათუმის, თელავის, ახალციხის, გორისა და ზუგდიდის უნივერსიტეტები უნდა ჩამოყალიბდეს პროფილურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად, სადაც შესაბამის სპეციალობებზე სტუდენტებისთვის უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს აგრარული და პედაგოგიური ფაკულტეტების გაძლიერებაზე. უნდა გაძლიერდეს თბილისში მოქმედი სამი სახელოვნებო და ერთი სპორტული უნივერსიტეტის შესაძლებლობები, მათ შორის, მათი ინფრასტრუქტურა. უნდა გაძლიერდეს საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო სემინარიების მხარდაჭერა;
2. რესურსების ოპტიმიზაცია და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრება. საუნივერსიტეტო სისტემაში რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა დაინერგოს პრინციპი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი. შესაბამისად, თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, არსებითად, მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში. საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა დაინერგოს 3+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას. უნდა დაიხვეწოს და მოწესრიგდეს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი. მკაფიო ლოგიკის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ძირითადი და არჩევითი საგნები თითოეული სპეციალობის მიხედვით. უნდა დაიხვეწოს უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემა, რათა სახელმწიფომ სრულად აიღოს პასუხისმგებლობა მისი სახელით გასაცემი დიპლომების ხარისხობრივ გათანაბრებაზე;
3. საკადრო პოლიტიკის დახვეწა. უნივერსიტეტებში თვისებრივად უნდა გადაიხედოს საკადრო პოლიტიკა. აკადემიური პერსონალის ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორები, რომლებიც კონკრეტულ ფაკულტეტებზე სწავლებისა და კვლევის კონკრეტულ მიმართულებებს უხელმძღვანელებენ. თითოეულ მათგანთან უნდა მუშაობდეს ასევე სრულ განაკვეთზე დასაქმებული რამდენიმე ასოცირებული პროფესორი და ათზე მეტი ასისტენტპროფესორი. რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს სრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურება. ყველა სხვა პედაგოგი უნივერსიტეტში უნდა საქმიანობდეს ხელშეკრულებით, საათობრივ საწყისებზე. უნდა განისაზღვროს დეფიციტური მიმართულებები, რომლებზეც უზრუნველყოფილი იქნება საუნივერსიტეტო სისტემაში უცხოელი ლექტორების მოზიდვა;
4. სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერება და თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შექმნა. უნივერსიტეტებში უნდა გაძლიერდეს ქვეყანაში მოქმედი კვლევითი დაწესებულებების შესაძლებლობები და უზრუნველყოფილი იყოს მათი მაქსიმალურად მჭიდრო ინტეგრაცია სახელმწიფო უნივერსიტეტებთან. აუცილებელია კვლევითი საქმიანობის დაფინანსების ახალი სისტემის შექმნა, რომელიც მთლიანად იქნება ორიენტირებული უნივერსიტეტებში კვლევითი საქმიანობის განვითარებაზე და სამეცნიერო დისკუსიების ფართო გაშლაზე. კონკრეტული გეგმის საფუძველზე უნდა შედგეს თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოები ყველა ძირითად და არჩევით საგანში, რაშიც გადამწყვეტი როლი ენიჭება უნივერსიტეტებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს;
5. შრომის ბაზრის ანალიზი. კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, უნდა განხორციელდეს შრომის ბაზრის სიღრმისეული ანალიზი, რომელსაც დაეფუძნება სახელმწიფო დაკვეთა უნივერსიტეტებზე კვოტების რაოდენობრივი განაწილებისას;
6. დაფინანსების სისტემა. სრულად უნდა გადაისინჯოს უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა. უნდა გაუქმდეს დაფინანსების არსებული, საგრანტო წესი და ის სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებულმა მოდელმა უნდა ჩაანაცვლოს. აღნიშნული მოდელის ფარგლებში, განისაზღვრება სახელმწიფო დაკვეთა თითოეული უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო ამოცანებიდან გამომდინარე. ამასთან, სახსრების განაწილებისას, სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული თითოეულ სპეციალობაზე სტუდენტისთვის განათლების მიწოდების საშუალო ხარჯი;
7. ინფრასტრუქტურა. უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში, ისე ქუთაისში სრულფასოვანი საუნივერსიტეტო კერების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნული ინფრასტრუქტურა უნდა მოიცავდეს საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეებს, სტუდენტების კულტურული, სპორტული და სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად განკუთვნილ ობიექტებს, ასევე ხარისხიან და ხელმისაწვდომ საერთო საცხოვრებლებს. ასევე, უნდა განხორციელდეს რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება.
გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები
რეგისტრაცია დღეს სრულდება - რისი ცოდნა მოეთხოვენათ სახელმწიფო ენის გამოცდაზე გამსვლელებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
გაკვეთილის თემა იყო Rabbit’s Birthday
მზია ვაშალომიძემ - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა სექციაზე წარადგინა მეათე კლასში განხორციელებული კვლევითი აქტივობა
გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები