სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წამყვან-მენტორობის გამოცდა გაუქმდა (?) - როგორ აიმაღლებენ პედაგოგები სტატუსს - ახალი სქემის დეტალები
25-11-2025
-
+


მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემის ახალი მოდელის პრეზენტაცია ბოლო დღეებია აქტიურად მიმდინარეობს. მასწავლებლის სახლისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები პედაგოგებს, დირექტორებს ხვდებიან და განიხილავენ ახალ დოკუმენტს, რომელსაც ჯერ საბოლოო სახე არ აქვს და არც ოფიციალურად გამოქვეყნებულა.

თუმცა, შეხვედრაზე გაჟღერებული დეტალები ცნობილი მაინც ხდება. მაგალითად ის, რომ კარიერული წინსვლისთვის მასწავლებლებმა განაცხადი უნდა წარადგინონ, გაიარონ სპეციალური კურსები, რის შემდეგაც საქმიანობის მიხედვით შეფასდებიან და საბოლოოდ გადაწყდება მათთვის სასურველი სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხიც.

ცნობილია, რომ უფროსი მასწავლებელი, სტატუსის ასამაღლებლად განაცხადს წარადგენს სკოლაში ხოლო წამყვანი მასწავლებელი - რესურსცენტრში; ასევე წარადგენენ ერთწლიან სამოქმედო გეგმას და აქვთ ვალდებულება გაიარონ წამყვანი ან მენტორის მასწავლებლობის სპეციალური კურსები.

ანალოგიური პროცედურების გავლა მოუწევთ სტატუსის ამაღლების მსურველ სპეციალურ მასწავლებლებსაც და აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ სტატუსების ამაღლებას პედაგოგები გამოცდით ვეღარ შეძლებენ - წამყვანობასა და მენტორობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს სკოლებსა და რესურსცენტრებში შექმნილი კომისიები.

მასწავლებლებს კი „უფლება აქვთ, განაცხადი გააკეთონ კარიერულ წინსვლაზე მათთვის შესაბამის დონეზე სასურველი მიმართულებით“, - წერია შეხვედრებზე წარდგენილ დოკუმენტში.

სტატუსების ამაღლება დონეების მიხედვით მოხდება - მასწავლებლებს დამატებითი ფუნქციების შესრულების ვალდებულება ექნებათ


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება