| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემა უკვე არსებობს, რომლის სამუშაო ვერსიასაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს მასწავლებლის სახლი ეტაპობრივად წარუდგენს. რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი? ეხება თუ არა ცვლილებები სტატუსებს? როგორ მოხდება პედაგოგების წინსვლა და საბოლოოდ აისახება თუ არა ეს ყველაფერი ხელფასებზე? - კითხვა უამრავია, თუმცა ოფიციალური პასუხები ჯერჯერობით არ გვაქვს. სამაგიეროდ, etaloni.ge-სთვის ცნობილი ხდება აღნიშნული დოკუმენტის დეტალები, სადაც საუბარია როგორც სკოლის, ასევე რაიონის დონეზე სტატუსის ამაღლებაზე, თუმცა რატომ რაიონი და არა მუნიციპალიტეტი როდესაც მსგავსი ტერიტორიული დაყოფა კარგა ხანია აღარ არსებობს (თბილისის გარდა)? - ეს კითხვაც ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.
წარმოგიდგენთ ამონარიდებს ახალი სქემიდან:
მასწავლებლის სტატუსის სახეები: უფროსი-წამყვანი-მენტორი მასწავლებელი
სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეები: უფროსი სპეციალური მასწავლებელი, წამყვანი სპეციალური მასწავლებელი, მენტორის სპეციალური მასწავლებელი.
წამყვან-მენტორობის გამოცდა გაუქმდა (?) - როგორ აიმაღლებენ პედაგოგები სტატუსს - ახალი სქემის დეტალები
სქემის ახალი მოდელის პრინციპები:
ავტონომიურობა - სქემა ითვალისწინებს სკოლის/რესურსცენტრის ავტონომიურობას (მასწავლებლის/ სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სკოლის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით);
უწყვეტობა და მრავალფეროვნება - სქემა ითვალისწინებს სკოლის ბაზაზე მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და მისთვის მრავალფეროვანი კარიერული წინსვლის შესაძლებლობების შექმნას, როგორც სკოლის, ასევე რაიონისა და სისტემის დონეზე;
ანგარიშვალდებულება - სქემა ეფუძნება გამჭვირვალე და მკაფიო პროცესებს.
ნებაყოფლობითობა - მასწავლებლის სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა ეფუძნება ნებაყოფლობით არჩევას და არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას;
სამართლიანობა და ობიექტურობა - სქემა უზრუნველყოფს თანაბარ პირობებსა და მასწავლებლის სპეციალური მასწავლებლის ობიექტურ შეფასებას, დისკრიმინაციისა და მიკერძოების გარეშე.
მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს შეუძლიათ აირჩიონ კარიერული წინსვლის ერთ-ერთი მიმართულება: სწავლა-სწავლება; მართვა-ადმინისტრირება; საგანმანათლებლო კვლევა.
სწავლა-სწავლება - ფოკუსირებულია საგნობრივი სწავლების ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და უზრუნველყოფს მასწავლებლის სპეციალური მასწავლებლის სპეციალიზაციას სასწავლო პროცესის დაგეგმვის განხორციელების შეფასებისა და განვითარების მიმართულებით;
მართვა-ადმინისტრირება - ფოკუსირებულია სკოლაში/სკოლებში სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე, უზრუნველყოფს მასწავლებლის სპეციალური მასწავლებლის წინსვლას საგანმანათლებლო პროცესების მართვის მიმართულებით;
საგანმანათლებლო კვლევა - ფოკუსირებულია სკოლაში/სკოლებში საგანმანათლებლო კვლევების ხელშეწყობასა და განვითარებაზე; უზრუნველყოფს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის წინსვლას საგანმანათლებლო მიმართულებით.
სქემის ახალი მოდელის მიხედვით:
წამყვანი/მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებელბი/სპეციალური მასწავლებლები ვალდებულნი არიან, მათ მიერ არჩეული ვალდებულებით შეასრულონ სკოლის/რესურსცენტრის საჭიროების შესაბამისი კონკრეტული ფუნქცია.
მასწავლებელი სწავლა-სწავლების მიმართულებით ფუნქციას შეასრულებს იმ საგანში, რომელშიც დადასტურებული აქვს კომპეტენცია და/ან მინიჭებული აქვს სტატუსი.
მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს შეიცვალოს კარიერული წინსვლის მიმართულება, თუმცა ამ შემთხვევაში კარიერულ წინსვლას იწყებს ამ მიმართულებაში მისთვის სქემით განსაზღვრული საწყისი დონიდან.
უფროსი მასწავლებლის კარიერული წინსვლის პირობები:
სკოლის დონეზე - წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მაძიებლის ერთწლიანი საქმიანობის დადებითად შეფასება;
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სპეციალური კურსის გავლა.
უფროსი მასწავლებლის კარიერული წინსვლის პროცედურები:
სტატუსის ცვლილების მსურველი უფროსი მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი წარადგენს განაცხადს და მასთან ერთად, სამოქმედო გეგმას შესასრულებელ ფუნქციასთან დაკავშირებით. წარდგენილ განაცხადს, ერთწლიან სამოქმედო გეგმას, განიხილავს სკოლის მიერ შექმნილი შესაბამისი კომისია.
დადებითი შეფასების შემთხვევაში, უფროს მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს, უფლება ეძლევა, შეასრულოს განსაზღვრული ფუნქცია ერთი წლის განმავლობაში, წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, როგორც წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მაძიებელმა. ერთი წლის შემდეგ მის მიერ გაწეული საქმიანობა ფასდება შესაბამისი კომისიის მიერ.
მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პარალელურად, ვალდებულია, გაიაროს წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სპეციალური კურსი.
ორივე კომპონენტის წარმატებით გავლის შემდგომ მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსი შესაბამისი მიმართულებით.
კარიერული წინსვლის პროცესი სკოლის/რაიონის დონეზე წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის/ სპეციალური მასწავლებლებისთვის:
ფუნქციების განაწილების შემდეგ დამატებით შესასრულებელი ფუნქციების არსებობის შემთხვევაში კარიერული წინსვლის მსურველ სხვა მასწავლებლებს სპეციალურ მასწავლებლებს უფლება აქვთ განაცხადი გააკეთონ კარიერულ წინსვლაზე მათთვის შესაბამის დონეზე სასურველი მიმართულებით.
წამყვანი მასწავლებლის კარიერული წინსვლის პირობები:
რესურსცენტრის დონეზე მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მაძიებლის ერთწლიანი საქმიანობის დადებითად შეფასება.
მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სპეციალური კურსის გავლა.
წამყვანი მასწავლებლის კარიერული წინსვლის პროცედურები:
იმისთვის რომ წამყვან მასწავლებელს/ წამყვან სპეციალურ მასწავლებელს მიეცეს წინსვლაზე განაცხადის გაკეთების საშუალება, მინიმუმ ერთხელ მაინც დადებითად უნდა ჰქონდეს შეფასებული სკოლის დონეზე განხორციელებული საქმიანობა.
წამყვანი მასწავლებელი/ წამყვანი სპეციალური მასწავლებელი რესურსცენტრში, განაცხადთან ერთად, წარადგენს შესასრულებელი ფუნქციის შესაბამის სამოქმედო გეგმას, რომელსაც განიხილავს რესურსცენტრის მიერ შექმნილი შესაბამისი კომისია. დადებითი შეფასების შემთხვევაში, წამყვან მასწავლებელს/ სპეციალურ მასწავლებელს უფლება ეძლევა, შეასრულოს განსაზღვრული ფუნქცია ერთი წლის განმავლობაში.
ერთი წლის შემდეგ მის მიერ განხორციელებულ საქმიანობას აფასებს რესურსცენტრში შექმნილი შესაბამისი კომისია. მასწავლებელი, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პარალელურად, ვალდებულია გაიაროს მენტორი მასწავლებლის/ სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სპეციალური კურსი/ ორივე კომპონენტის წარმატებით გავლის შემდგომ მიენიჭება მენტორის სტატუსის შესაბამისი მიმართულებით, იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სასწავლო წელს, პარალელურად, სკოლის მიერ დადებითად შეუფასდება წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის შეფასების შესაბამისი ფუნქციის შესრულება.
სქემის ახალი მოდელის მიხედვით, წამყვანი/მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი ვალდებულა, მის მიერ არჩეული მიმართულებით შეასრულოს სკოლის/რესურსცენტრის საჭიროების შესაბამისი კონკრეტული ფუნქცია.
მასწავლებელი სწავლა-სწავლების მიმართულებით ფუნქციას ასრულებს იმ საგანში, რომელშიც დადასტურებული აქვს კომპეტენცია და მინიჭებული აქვს სტატუსი.
მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს შეიცვალოს კარიერული წინსვლის მიმართულება, თუმცა ამ შემთხვევაში კარიერულ წინსვლას იწყებს ამ მიმართულებაში მისთვის სქემით განსაზღვრული საწყისი დონიდან.
მენტორი მასწავლებლის/მენტორი სპეციალური მასწავლებლის კარიეული წინსვლის შესაძლებლობა:
მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლისსტატუსის მქონე პირს, რომელსაც კომისიის მიერ დადებითად აქვს შეფასებული რაიონის დონეზე 2 წლის განმავლობაში ფუნქციის შესრულება, განათლების სისტემაში ეროვნულ დონეზე შესაბამისი მიმართულებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას უპირატესობა მიენიჭება საკონკურსო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
შეფასების მექანიზმი:
ახალი სქემა ეყრდნობა მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას. სკოლის დონეზე წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის საქმიანობას ყოველწლიურად აფასებს სკოლაში შექმნილი წარმომადგენლობითი კომისია, სამინისტროს მიერ დამტკიცებული შეფასების წესის შესაბამისად;
რაიონის დონეზე - მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის საქმიანობას ყოველწლიურად აფასებს რესურსცენტრში შექმნილი წარმომადგენლობითი კომისია, სამინისტროს მიერ დამტკიცებული შეფასების წესის შესაბამისად.
შეფასების შედეგები:
დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ეძლევა კარიერული წინსვლის მომდევნო დონეზე განაცხადის გაკეთების უფლება იმავე მიმართულებაში.
უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ეკისრება უარყოფითად შეფასებულ მიმართულებაში პროფესიული განვითარების ვალდებულება.
სკოლა/რესურსცენტრი უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების აქტივობების ხელმისაწვდომობასა და პროცესის მონიტორინგს.
მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ფუნქციის შესრულება იმავე მიმართულებით შეუძლია პროფესიული განვითარების პროცესის პარალელურად.
საჭიროებაზე დაფუძნებული მიდგომის მექანიზმი:
ყოველწლიურად სკოლა სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით თვითშეფასების საფუძველზე ახდენს საჭიროებების იდენტიფიცირებას მმართველობითი ძირითადი დამხმარე პროცესების ხარისხის შეფასების შედეგებისა და განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების შესაბამისად;
საგანმანათლებლო რესურსცენტრი ყოველწლიურად ადგენს მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების საჭიროებებს, მათი ყოველწლიური თვითშეფასებისა და რესურსცენტრის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით.
გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად სკოლა/რესურსცენტრი განსაზღვრავს წამყვანი/მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ შესასრულებელ ფუნქციებს, კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით.
აღნიშნულ ფუნქციებს სკოლა/რესურსცენტრი წამყვან/მენტორ მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს უნაწილებს მიმართულების შესაბამისად.
პროფესიაში შესვლა და პროფესიული განვითარება:
კარიერული წინსვლის სქემა არ განსაზღვროს პროფესიაში შემოსვლის გზებს აღნიშნული საკითხი რეგულირდება ზოგადი განათლების შესახებ კანონით და მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი განსაზღვრავს ნებისმიერი მასწავლებლის კომპეტენციებს პროფესიული განვითარებისა და სკოლის განვითარებაში მონაწილეობის ვალდებულებებს ავტორიზაციის სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, ყველა სკოლა ვალდებულია ამ აამოქმედოს სკოლის ბაზაზე მასწავლებლის შეფასების და პროფესიული განვითარების სისტემა, რომელიც მოიცავს მასწავლებლის საქმიანობის შეფასებას მისი პროფესიული საჭიროებების დადგენასა და საჭიროებების შესაბამის პროფესიულ განვითარებას.
მასწავლებლის, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შედეგები:
კარიერული წინსვლა უნდა მოერგოს განათლების სისტემაში არსებულ ამოცანებსა და გამოწვევებს. სკოლას სჭირდება ლიდერთა ძლიერი გუნდი, რომელიც დირექტორთან ერთად სწავლების პარალელურად იმუშავებს სკოლის განვითარებაზე.
ავტორიზაციის მოთხოვნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ამოცანების ფონზე მნიშჩნელოვანია რაიონულ დონეზე სკოლის განვითარების მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერება. საჭიროა შესაბამისი ექსპერტული ცოდნის მქონე პედაგოგებთა რგოლის ფორმირება რესურსცენტრის დონეზე, შესაბამისად მასწავლებლის კარიერული წინსვლა უნდა ითვალისწინებდეს ამ საჭიროებების საპასუხოდ ადამიანური რესურსის განვითარებას. მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მიმართულებები უნდა იყოს მრავალფეროვანი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება
აღმზრდელ-პედაგოგების ნაწილს ხელფასები ეზრდება - ოფიციალური უწყების განმარტება
წამყვან-მენტორობის გამოცდა გაუქმდა (?) - როგორ აიმაღლებენ პედაგოგები სტატუსს - ახალი სქემის დეტალები
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
წარჩინებულ მოსწავლეები სკოლის დირექტორმა - გალია ირიციანმა სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა