სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრაქტიკოსის სტატუსი გაუქმდა - რა ელით გამოცდაჩაუბარებელ, მოქმედ, პრაქტიკოს პედაგოგებს?
29-11-2025
-
+


მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემის სამუშაო ვერსიის დეტალები უკვე ცნობილია; მათ შორის ისიც, რომ ახალ სქემაში „პრაქტიკოსის“ სტატუსი აღარ იარსებებს და სკოლებში იქნებიან მხოლოდ უფროსი-წამყვანი-მენტორი მასწავლებლები. ანალოგიური მიდგომა გავრცელდება სპეცმასწავლებლებზეც. თუმცა აქ ისმის ერთი კითხვა - 1-ელ დეკემბერს, პრაქტიკოსი მასწავლებლები საგნის გამოცდას აბარებენ და გამოდის, ვინც წარმატებით ვერ დაადასტურებს კომპეტენციას, სამსახურს დაკარგავს, თუ კიდევ მისცემენ შანსს (როგორც ეს არაერთხელ მომხდარა)?!

რა წერია მასწავლებელთა ახალ სქემაში - ამონარიდები დოკუმენტიდან 

ახალ სქემაში ვკითხულობთ:

მასწავლებლის სტატუსის სახეები: უფროსი-წამყვანი-მენტორი მასწავლებელი

სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეები: უფროსი სპეციალური მასწავლებელი, წამყვანი სპეციალური მასწავლებელი, მენტორის სპეციალური მასწავლებელი.

სქემის ახალი მოდელის პრინციპები:

ავტონომიურობა - სქემა ითვალისწინებს სკოლის/რესურსცენტრის ავტონომიურობას (მასწავლებლის/ სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სკოლის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით);

უწყვეტობა და მრავალფეროვნება - სქემა ითვალისწინებს სკოლის ბაზაზე მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და მისთვის მრავალფეროვანი კარიერული წინსვლის შესაძლებლობების შექმნას, როგორც სკოლის, ასევე რაიონისა და სისტემის დონეზე;

ანგარიშვალდებულება - სქემა ეფუძნება გამჭვირვალე და მკაფიო პროცესებს.

ნებაყოფლობითობა - მასწავლებლის სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა ეფუძნება ნებაყოფლობით არჩევას და არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას;

სამართლიანობა და ობიექტურობა - სქემა უზრუნველყოფს თანაბარ პირობებსა და მასწავლებლის სპეციალური მასწავლებლის ობიექტურ შეფასებას, დისკრიმინაციისა და მიკერძოების გარეშე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება